ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 20 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 62921     

პოზიციის დასახელება
ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დეპარტამენტის მონაცემთა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
კატეგორია
ანალიტიკა
განცხადების ბოლო ვადა
20.01.2021
თანამდებობრივი სარგო:
2300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             სააგენტოს მონაცემთა ბაზებში მონაცემთა ხარისხის მუდმივი კონტროლი, მათ შორის:
* ხარვეზიანი მონაცემების აღმოჩენის მიზნით სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ამ პროცესების შედეგად შექმნილი
მონაცემების იდენტიფიცირება და ხარვეზიანი მონაცემების გენერირების გეგმის შემუშავება;
* ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციის და ცვლილებების საჭიროებების იდენტიფიცირება და ცვლილებების ინიცირება;
* მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მომზადების პროცესში მონაწილეობა, ცვლილებების პროექტის
მომზადება;
* განხორციელებული პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების დანერგვისთანავე მონაცემთა ხარისხის მონიტორინგის განხორციელება და დასკვნის
მომზადება;
* მონაცემთა ხარისხთან დაკავშირებული ინციდენტების კვლევა და გამომწვევი მიზეზების დადგენა;
* ხარვეზიანი მონაცემების შესწორებისათვის ტექნიკური ამოცანის მომზადება და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება;
* ხარვეზიან მონაცემთა შესწორების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა;
* სერვის დესკის პორტალზე დარეგისტრირებული მოთხოვნების შესაბამისად მონაცემების დამუშავება.
• სააგენტოს მონაცემთა ბაზებში არაზუსტი ინფორმაციის ასახვის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბებული ზოგადი მეთოდოლოგიის გათვალისწინება და მის განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
• სამსახურში მიმდინარე/არსებული პროცესების აღწერა და დოკუმენტირება;
• მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
• სამსახურში შემოსული კორესპოდენციის პასუხების მომზადება;
• სააგენტოს მონაცემთა ბაზებში სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების, მათ შორის პერსონალური მონაცემების დამუშავება;
• მონაცემთა ხარისხის მართვის სისტემის მეშვეობით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ტერიტორიული სამსახურებისთვის დავალებების გადაგზავნა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
• მონაცემთა ბაზაზე წვდომა ადმინისტრირებისათვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, ასევე სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით I დონის წვდომა.
• ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
5 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
MS SQL Server            კარგი
Microsoft Office Access            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
2401010

დამატებითი მოთხოვნები
                    აუცილებელია:

• MS SQL მონაცემთა ბაზების ანალიზის მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;                                                                           
• ანალიტიკურ ხელსაწყოებთან (Tableau, Qlik ან მსგავსი) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

• პასუხისმგებლობის გრძნობა;
• ორგანიზებულობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• პუნქტუალურობა;
• კრიტიკული აზროვნების უნარი;
• ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• დროის მართვის უნარი;
• როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე შესაბამის ველში მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები;
• შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge;
• კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება