2021/01/21
გაკეთებული განაცხადები: 16
• კომპიუტერის ოპერაციულ სისტემასთან და სხვა დამხმარე სისტემურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება და მათი აღმოფხვრა; • შიდა საკომუნიკაციო ქსელის გამართულად ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება და ოპტიმიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა; • კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური ქსელის პერიოდული პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება; • სისტემური პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლების წარმოება; • სატელეფონო კონსულტაციების გაწევა ტექნიკური ინციდენტის აღმოფხვრის მიზნით; • ფოტოჯიხურის კომპიუტერის ოპერაციული სისტემის და სხვა დამხმარე სისტემურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება და აღმოფხვრა, პროგრამული პროდუქტების/ცვლილებების დანერგვის ტექნიკური უზრუნველყოფა, პერიოდული პროფილაქტიკური შემოწმება, მომხმარებლებთან თანამშრომლობა და მხარდაჭერა ფოტოჯიხურების ფუნქციონირების ოპერაციებთან დაკავშირებული ხარვეზების კუთხით, მოწყობილობების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენა; • კომპიუტერული ტექნიკის მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენა, ელექტრონული ტენდერისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება; • IP ტელეფონების გაწერა, კონფიგურირება, გამართვა; • სხვა მიმდინარე და სამსახურის უფროსის მიერ მოცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელია: • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; • კომპიუტერულ ქსელთან საბაზისო დონეზე მუშაობის გამოცდილება(ლოკალური ქსელის მოწყობა); • ოპერაციული სისტემების MS Windows/xp/7/8.1/10 საფუძვლიანი ცოდნა; • Acronis true image, hirens boot CD პროგრამების ცოდნა; • პერიფერიული მოწყობილობების (მაგ: პრინტერების, სკანერების და ა.შ) გამოყენების და ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; • IP ტელეფონების კონფიგურაცია/გამართვის გამოცდილება; სასურველია: • Active directory პროგრამის ცოდნა; პიროვნული თვისებები: • პასუხისმგებლობა; • ორგანიზებულობა; • დეტალებზე ორიენტირებულობა; • კომუნიკაბელურობა; • პუნქტუალურობა; • კრიტიკული აზროვნების უნარი; • ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი; • გუნდური მუშაობის უნარი; • დროის მართვის უნარი.
• აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე შესაბამის ველში მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები; • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge; • კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.