2021/01/21
გაკეთებული განაცხადები: 5
• ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით სააგენტოში არსებული ინფრასტრუქტურის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისა და მოქმედი ელექტრონული პროგრამების აუდიტი; • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წლიური აუდიტორული გეგმით გათვალისწინებული საინფორმაციო სისტემების აუდიტის კოორდინაცია; • IT აუდიტის დანერგვის სტრატეგიული გეგმის გადახედვა/განახლება; • IT აუდიტის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შედგენა; • სხვა საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო სისტემების გარემოს რისკების, კონტროლების შეფასება და ინფორმაციის შეგროვება ერთიან სისტემაში, დაგროვილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; • IT აუდიტის შედეგად გამოვლენილი გარემოებების ანალიზი, ანგარიშგება და რეკომენდაციების მომზადება; • შიდა აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებული და გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი და კონტროლი; • აუდიტის, შემოწმებისა და მონიტორინგის შედეგებზე დასკვნების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; • ორგანიზაციაში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების, ინოვაციებისა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის პროცესის ხელშეწყობა; • ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება.
აუცილებელია: • ბაკალავრის ხარისხი (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით); • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულებით; • ინფორმაციული სისტემების აუდიტის გამოცდილება; • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL, MySQL); • IT რისკების შეფასების, ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება; • IT აუდიტის პრინციპების ცოდნა; • მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების საფუძვლების ცოდნა; • ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა; პიროვნული თვისებები: • პროცესების დაგეგმვისა და ანალიზის უნარი; • ობიექტურობა; • ორგანიზებულობა; • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; • გაწონასწორებულობა; • მოწესრიგებულობა; • კორპორატიული ეთიკის ნორმების დაცვის უნარი; • ვადების დაცვა; • გუნდური მუშაობის უნარი;
წერითი დავალება მოიცავს: • ტესტირებას ზოგად უნარებში; • ტესტირებას ქართულ ენაში. • იმისათვის, რომ კანდიდატი გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე, მან უნდა მიიღოს ზოგად უნარებში მაქსიმალური 80 ქულიდან 65 ქულა და მეტი, ხოლო ქართული ენის ტესტში მაქსიმალური 80 ქულიდან 50 ქულა და მეტი; • აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადის გაკეთების დროს ატვირთონ და გამოაგზავნონ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, ასევე შესაბამის ველში მიუთითონ მინიმუმ 1 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები; • შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით; • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.sda.gov.ge; • კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ hr.gov.ge-ზე, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში; კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით.