2021/01/21
გაკეთებული განაცხადები: 11
• საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე დაწესებულების პროფესიული სტუდენტების/მსმენლებისა და პერსონალისათვის სწავლისა და შრომის შესაბამისი პირობების შექმნა; • დაწესებულების კომპიუტერული ქსელის დაგეგმარების, გამართვისა და ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; • დაწესებულების საერთო კომპიუტერული ქსელის მართვა და მისი სისტემატური განახლება-გაფართოება, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ახალი მომხმარებლების ჩართვისათვის საჭირო სამონტაჟო და პროგრამული სამუშაოების ჩატარება; • დაწესებულების კომპიუტერული ტექნიკისათვის სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, პროგრამული დარღვევების აღმოფხვრა, ვირუსებისაგან გაწმენდა. კომპიუტერული ტექნიკის მოდერნიზაცია და რემონტი. • პრეზენტაციებისათვის შესაბამისი აპარატურისა და ელექტრონული მასალის მომზადებაში თანამშრომლებისათვის დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა; • ვიდეო კონფერენციებისათვის ქსელური მხარდაჭერის კონფიგურირება, შესაბამისი აპარატურის მომზადება და მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა. • საინფორმაციო ტექნოლოგიების რისკების ადეკვატურად და ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა; • ლოკალური ქსელის მომსახურება; • მარშუტიზატორის კონფიგურაცია; • თხელი კლიენტების სერვერის გამართვა, ადმინისტრირება; • ინტერნეტის სიჩქარესა და სხვადასხვა ვებგვერდზე შეზღუდვების დაწესება; • გლობალური ქსელის მომსახურება: ინტერნეტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ინტერნეტპროვაიდერთან ურთიერთობა; • დაწესებულების პერსონალთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა; • კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო და ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებებისა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა. • კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინადადებების ინიცირებასა და მენეჯმენტთან წარდგენას.
• ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უნარ-ჩვევები: • სტრესულ გარემოში მუშაობა; • დროის ეფექტური მართვა; • ანალიტიკური აზროვნება; • გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ: • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში); • სამოტივაციო წერილი. არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.