2021/01/21
გაკეთებული განაცხადები: 11
• საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს რეგულარულ მეთვალყურეობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მიერ სხვადასხვა (მეტროლოგიის, ხანძარსაწინააღმდეგო, გარემოს დაცვის, სტანდარტიზაციის და სხვა) ორგანიზაციასთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების დაცვაზე; • ახორციელებს შრომის პირობების ინსპექტირებას; • ახორციელებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემის შემუშავებას/დანერგვას/შესრულების კონტროლს; • აწარმოებს ზოგადი და სპეციფიკური შრომითი რისკების შეფასებას და საფრთხეების იდენტიფიცირებას. • უზრუნველყოფს პერსონალის უსაფრთხოების დაცვის საშუალებების (PPE) არსებობას მაღალი რისკის ადგილებზე; • ახორციელებს დაწესებულების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირებასა და მენეჯმენტთან წარდგენას; • უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივ ინფორმირებულობას და დაწესებულების მენეჯმენტის დროულ ინფორმირებას; • უზრუნველყოფს საშიშროებების განსაზღვრასა და შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასებას დაწესებულების საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით; • უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარებას; • აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს გარე ტრენინგების საჭიროების ინიცირებას; • უზრუნველყოფს რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; • უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებას და აღნიშნულის შესახებ დაწესებულების პერსონალის სათანადო ინფორმირებას; • უზრუნვეყოფს დაწესებულების შენობა-ნაგებობას გამაფრთხილებელი ნიშნებით აღჭურვას; • ახორციელებს დაწესებულების ახალი თანამშრომლის პირველად ინსტრუქტაჟს; • უზრუნველყოფს დაწესებულებას პირველადი დახმარების ყუთებით და ახორციელებს მუდმივ კონტროლს საჭირო მედიკამენტებზე, პირველადი დახმარების საშუალებებსა და ხანძარსაწინააღმედეგო უსაფრთხოების საშუალებებზე; • ახორციელებს მენეჯმენტის ინფორმირებას ინციდენტების შესახებ. უზრუნველყოფს მათ აღრიცხვას, ანგარიშის შედგენას, გამომწვევი მიზეზების შესწავლა მოკვლევასა და გამოსასწორებელი ღონისძიებების ჩატარებას; • უზრუნველყოფს სახანძრო ინსტრუქციების შემუშავებას; • ვალდებულია შეიმუშაოს და განახორციელოს შრომის უსაფრთხოების მოკლევადიანი გაცნობითი კურსი; • მუშაობს დაწესებულების პერსონალთან შეთანხმებულად და კოორდინირებულად; • მონაწილეობას იღებს სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში; • მონაწილეობას იღებს დაწესებულების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში; • კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს უშუალო და ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებებისა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულებას;
• საქართველოს ორგანული კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უნარ-ჩვევები: • სტრესულ გარემოში მუშაობა; • დროის ეფექტური მართვა; • ანალიტიკური აზროვნება; • გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ: • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში); • სამოტივაციო წერილი. არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.