ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 9 საათი, 49 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 19


ვაკანსიის N 62906     

პოზიციის დასახელება
რეესტრის წარმოების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კასპის კოლეჯი
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
20.01.2021
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
კასპი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             მონაცემთა ბაზაში:
• ახორციელებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის/მომზადება- გადამზადების პროგრამების აპლიკანტთა რეგისტრაციას;
• შეაქვს პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა პირადი ინფორმაცია;
• შეაქვს დაწესებულების პერსონალის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებლების/განმახორციელებლების, პირადი ინფორმაცია
•  შეაქვს სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობები(ჩარიცხვა-ამორიცხვა, პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა, მობილობა,
პროფესიული მსმენლის საწარმოო პრაქტიკაზე გასვლა და სხვა);
• შეაქვს კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემები;
• შეაქვს დამსაქმებელთა მონაცემები;
• შეაქვს დაწესებულების წლიური ბიუჯეტის და მასში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია;
• შეაქვს დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაცია;
• ტვირთავს დიპლომის/სერთიფიკატის დამტკიცებული ფორმას;
• დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში ტვირთავს დიპლომის/დუბლიკატის ელექტრონული ასლს;
• უზრუნველყოფს პროფესიული მომზადება-გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების (ჩარიცხვა-
ამორიცხვა, მსმენლის სტატუსის შეწყვეტა, საწარმოო პრაქტიკაზე გასვლა და სხვა) ბაზების შექმნას;
• უზრუნველყოფს სერტიფიკატების დუბლიკატების რეგისტრაციას სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში - მართვის სისტემა);
• უზრუნველყოფს სერტიფიკატის/სერტიფიკატის დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში მართვის სისტემაში აღნიშნული სერტიფიკატის/სერთიფიკატის დუბლიკატის
ელექტრონული ასლის ატვირთვას.
• მუშაობს დაწესებულების პერსონალთან შეთანხმებულად და კოორდინირებულად;
• მონაწილეობას იღებს სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში;
• მონაწილეობას იღებს დაწესებულების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში;
• კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს უშუალო და ზედმდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებებისა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით
გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულებას;
• კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინადადებების ინიცირებასა და მენეჯმენტთან წარდგენას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

•  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის ბრძანება №127/ნ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
კასპი. აღმაშენებლის ქუჩა
საკონტაქტო ტელეფონები
+995 551181100

დამატებითი მოთხოვნები
                    სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
• სტრესულ გარემოში მუშაობა;
• დროის ეფექტური მართვა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში);
• სამოტივაციო წერილი.

არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება