ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 9 საათი, 58 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 33


ვაკანსიის N 62905     

პოზიციის დასახელება
ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კასპის კოლეჯი
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
20.01.2021
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
კასპი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • ზრდასრულთა განათლების ახალი სერვისების ჩამოყალიბების მიზნით ზრდასრულთა განათლების პროგრამების დიზაინის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
• შრომის ბაზარზე მოქმედი კომპანიების საჭიროებების შესწავლა და მასზე დაფუძნებით პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განახლების/დამატების ინიცირება;
• პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შემუშავების პროცესში აქტიური თანამშრომლობა პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურთან;
• კომუნიკაცია დამსაქმებლებთან პარტნიორობის გაუმჯობესების მიზნით;
• პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების პოპულარიზაციისათვის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
• პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებისთვის პროფორიენტაციული ხასიათის აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
• პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებზე აპლიკანტთა შერჩევის მეთოდოლოგიის შემუშავებაში მონაწილეობა და დარეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის პროცესის ორგანიზება;
• პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების სასწავლო პროცესის კოორდინაცია;
• პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა შეფასების პროცესის ორგანიზება და მონაწილეობა;
• პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა დასწრების მონიტორინგის წარმოება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
• პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება/ანალიზი;
• პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ აქტიური კომუნიკაციის პროცესში მონაწილეობა სამთავრობო და არსამთავრობო
უწყებებთან;
• ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ახალი ინიციატივების შეთავაზება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებისათვის;
• განსახორციელებელი აქტივობების წლიური გეგმის შემუშავება და წლიური ანგარიშის წარდგენა;
• ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ბიუჯეტის შემუშავების და განკარგვის პროცესში მონაწილეობა და თანამშრომლობა პროფესიული საგანმანთლებლო
დაწესებულების შესაბამისს სამსახურთან;
• კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს კოლეჯის ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კანონმდებლობას.





            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    

• პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილება;


• პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 26 მარტის N59/ნ ბრძანება;

• პროფესიული მომზადების პროგრამაზე და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ჩარიცხვის წესის და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის N71/ნ ბრძანება;


• პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების საფასურის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 2 აპრილის N67/ნ ბრძანება;


• პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დაფინანსების მიღების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარმოსადგენი განაცხადის (პროგრამული /ფინანსური) ფორმა.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
კასპი. აღმაშენებლის ქუჩა
საკონტაქტო ტელეფონები
+995 551181100

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
• სტრესულ გარემოში მუშაობა;
• დროის ეფექტური მართვა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში);
• სამოტივაციო წერილი.

არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება