2021/01/21
გაკეთებული განაცხადები: 10
• საწარმოო პრაქტიკასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება; • საწარმოო პრაქტიკის დაგეგმვა და განხორციელება: საწარმოო პრაქტიკის გრაფიკის შედგენა, მონაწილეობის მიღება პრაქტიკის ობიექტების მოძიებაში, ორგანიზაციების ადამიანური რესურსების მენეჯერებთან ან სხვა პასუხისმგებელ პირებთან მოლაპარაკების წარმოება პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მისაღები რაოდენობის, პრაქტიკის თემატიკის, დროის ხანგრძლივობის, სამუშაო გრაფიკის განსაზღვრის მიზნით; • პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა საწარმოო პრაქტიკაზე განაწილების ორგანიზება; • პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების კოორდინატორთან ერთად საწარმოო პრაქტიკის შეფასებაზე გასატანი საკითხების მომზადების, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან/განმახორციელებლებთან შეთანხმების და სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; • საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში შეფასების პროცესის ორგანიზება; • საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში შეფასების უწყისების წარმოება-კონტროლი და სასწავლო პროცესის მენეჯერისათვის წარდგენა; • საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მიერ გაცდენილი საათებისა და დისციპლინურ გადაცდომათა აღრიცხვა და შესაბამისი რეაგირება; • პროფესიული სტუდნტის/მსმენლის მიერ საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში სასწავლო პროგრამის ათვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერისთვის; • საპრაქტიკო პერიოდის დასრულებისთანავე შესაბამისი ანგარიშის მომზადება და მიწოდება სასწავლო პრაქტიკისა და სასწავლო პროცესის მენეჯერის, ხარისხის მართვის მენეჯერისა და დირექტორის მოადგილისათვის შემდგომი ანალიზის მიზნით; • მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი კადრის შერჩევის უზრუნველსაყოფად საწარმოო პრაქტიკის უწყისების მონაცემების საფუძველზე რეკომენდაციების მომზადება და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერისათვის მიწოდება; • კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა; • კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა; • დაწესებულების ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული, კოორდინირებული მუშაობა; • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო და ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებებისა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება. • კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინადადებების ინიცირებასა და მენეჯმენტთან წარდგენას.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უნარ-ჩვევები: • სტრესულ გარემოში მუშაობა; • დროის ეფექტური მართვა; • ანალიტიკური აზროვნება; • გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ: • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში); • სამოტივაციო წერილი. არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.