ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

0 დღე, 10 საათი, 16 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 32


ვაკანსიის N 62903     

პოზიციის დასახელება
სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კასპის კოლეჯი
კატეგორია
ადმინისტრაცია
განცხადების ბოლო ვადა
20.01.2021
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
კასპი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • სასწავლო ცხრილის შედგენა და სასწავლო პროცესის მსვლელობის პერიოდში მისი კონტროლი;
• პროფესიული სტუდენტთა/მსმენელთა ჯგუფების აღრიცხვის ჟურნალების წარმოებასა და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა დასწრებაზე კონტროლის განხორციელება;
• პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა არასაპატიო მიზეზით გაცდენილი საათებისა და დისციპლინურ გადაცდომათა შესახებ მონაცემთა მიწოდება დირექტორისათვის;
• პროფესიული განათლების მასწავლებელთა/განმახორციელებელთა მიერ ჩატარებული საათების აღრიცხვა, კონტროლი, აღნიშნულის საფუძველზე ყოველთვიურად ტაბელის შედგენა და ფინანსური მენეჯერისათვის მიწოდება;
• განსაზღვრულ ვადებში პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მიღწევებისა და შეფასებების მონიტორინგის წარმოება;
• პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სწავლის შედეგების შეფასების ანალიზის განხორციელება და შედეგების პერიოდულად წარდგენა დაწესებულების ხარისხის მართვის მენეჯერისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით;
• შეფასების შედეგების მიხედვით პროფესიულ სტუდენტთა იმ შემადგენლობის განსაზღვრა, რომელიც უნდა გავიდეს განმეორებით შეფასებაზე;
• შეფასების უწყისების წარმოება-კონტროლი და შენახვა (შეფასების უწყისებს ხელს აწერს სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერი კონკრეტული
მოდულის განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებელთან ერთად);
• პროფესიულ მასწავლებელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით პროფესიულ სტუდენტთა განაწილება ობიექტების მიხედვით;
• პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა საპრაქტიკო შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა, შეფასების ფორმების მომზადება და დამსაქმებლებისათვის მიწოდება პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერთან ერთად;
• სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობის კონტროლი;
• პროფესიულ სტუდენტებთან/მსმენლებთან შეხვედრა და სასწავლო საპრაქტიკო პერიოდის გაანალიზება;
• სასწავლო სახელოსნოებზე კონტროლის განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი სასწავლო პრაქტიკისათვის შესაბამისი მასალებისა და ტექნიკის დროულ და ზუსტ მიწოდებაზე;
• პროფესიული სტუდნტის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისი განათლების აღიარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით
საწარმოო პრაქტიკის მენეჯერთან ერთად დირექტორისათვის მიმართვა;
• მსმენლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისთვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადება-გადაცემის მიზნით საწარმოო პრაქტიკის მენეჯერთან ერთად დირექტორისათვის მიმართვა;
• კალენდარული გეგმების შემუშავების პროცესის კოორდინაციის განხორციელება;
• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადება- გადამზადების პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით მხარდაჭერის
ღონისძიებების გატარება, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება, შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და განმავითარებელი საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელება;
• პროფესიული სტუდენტების/მსმენლების მომსახურების სერვისების გაუმჯობესებისა და ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით შესაბამისი მექანიზემების შემუშავება;
• პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ადაპტირების, ცვლილებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
• ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესის კოორდინაცია და დაწესებულების დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
• დაწესებულების შიდა რეგულაციების პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება;
• პროფესიული განათლების მასწავლებლებთან/განმახორციელებლებთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხთა შესახებ;
• შესაბამის სპეციალისტებთან ერთად მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის უზრუნველყოფა;
• საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და დაწესებულების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
• დაწესებულების ყველა თანამშრომელთან შეთანხმებული, კოორდინირებული მუშაობა;
• კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
• კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა;
• კომპეტენციის ფარგლებში უშუალო და ზემდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებებისა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით
• კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინადადებების ინიცირებასა და მენეჯმენტთან წარდგენას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
კასპი. აღმაშენებლის ქუჩა
საკონტაქტო ტელეფონები
+995 551181100

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
• სტრესულ გარემოში მუშაობა;
• დროის ეფექტური მართვა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობა.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში);
• სამოტივაციო წერილი.

არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება