2021/01/21
გაკეთებული განაცხადები: 21
• უზრუნველყოფს დაწესებულების საქმიანობის რეკლამირებას პროფესიული სტუდენტების/მსმენლების და პარტნიორი დამსაქმებლების მოზიდვის მიზნით; • უზრუნველყოფს საჯარო და კერძო სკოლებთან, უმაღლეს სასწავლებლებთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ფართო საზოგადოებასთან ურთიერთობის დამყარებას და დაწესებულების ცნობადობის გაზრდას პოტენციურ ბენეფიციართა მოზიდვისა და მათთვის სერვისების შეთავაზების მიზნით; • უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოკვლევას, ფართო საზოგადოების, დაინტერესებული პირებისა და პოტენციური დამსაქმებლების ინფორმირებას დაწესებულების საქმიანობის, არსებული პროგრამების შესახებ, დამსაქმებელთა მუდმივად განახლებადი და მრავალფეროვანი ბაზის შექმნას; • პასუხისმგებელია მისაღები კონტიგენტის მოზიდვასა და მათ სწორ პროფესიულ ორიენტაციაზე; • უზრუნველყოფს დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონსულტაციების გაწევასა და ინფორმაციის მიწოდებას არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მომზადება-გადამზადების პროგრამების შესახებ; • ახორციელებს დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველთა/პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ინფორმირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივების შესახებ; • იკვლევს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ადგენს სამოქმედო გეგმის მონახაზს ახალი სასწავლო წლისათვის და შედეგებს აწვდის დაწესებულების დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს; • დახმარებას უწევს პროფესიულ სტუდენტებს/მსმენლებს და კურსდამთავრებულებს კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმების საკითხებთან დაკავშირებით; • ყოველდღიურად უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას, დამსაქმებლებთან გასაუბრებასა და შესაბამისი ინფორმაციის კურსდამთავრებულთათვის მიწოდებას; • უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა შესახებ განახლებადი საინფორმაციო ბაზის შექმნას; • დამსაქმებლებისგან კადრებზე მოთხოვნის თითოეულ შემთხვევაზე ოპერატიულად რეაგირებს და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო კადრის შერჩევას; • უზრუნველყოფს დამსაქმებლებთან კითხვარების წარმოებას დაწესებულების კურსდამთავრებულთა შესახებ; • უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის შედეგების გამოყენებას პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა დასაქმების პროცესში; • უზრუნველყოფს, როგორც კურსდამთავრებულთა, აგრეთვე, პროფესიული სტუდენტთა/მსმენელთა დასაქმების სტატისტიკის წარმოებას და სრულყოფილი მონაცემთა ბაზის შექმნას; • ორგანიზებას უწევს და ახორციელებს პროფესიულ სტუდენტებთან/მსმენლებთან შეხვედრებს; • მონაწილეობს პრეზენტაციების, ღია კარის დღეების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებაში; • მუშაობს დაწესებულების პერსონალათან შეთანხმებულად და კოორდინირებულად; • მონაწილეობას იღებს სტრატეგიული და სამოქმედო დაგეგმვის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში; • მონაწილეობას იღებს დაწესებულების ავტორიზაციისა და თვითშეფასების პროცესში კომპეტენციის ფარგლებში; • კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს უშუალო და ზედმდგომ ხელმძღვანელთა სხვა დავალებებისა და დაწესებულების შიდა სამართლებრივი რეგულაციებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებათა შესრულებას; • კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს წინადადებების ინიცირებასა და მენეჯმენტთან წარდგენას.
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. უნარ-ჩვევები: • სტრესულ გარემოში მუშაობა; • დროის ეფექტური მართვა; • ანალიტიკური აზროვნება; • გუნდური მუშაობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ: • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; • სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები(არსებობის შემთხვევაში); • სამოტივაციო წერილი. არასრულად წარმოდგენილი რეზიუმეს შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მომდევნო ეტაპზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილებას მიიღებს საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.