ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

19 დღე, 9 საათი, 49 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 7


ვაკანსიის N 62899     

პოზიციის დასახელება
ბაკალავრიატის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
08.02.2021
თანამდებობრივი სარგო:
1575 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში მონაწილეობის მიღება;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების გაძღოლა/სწავლება;
–	საბაკალავრო ნაშრომების, საკონფერენციო თემებისა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
–	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
–	იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
–	იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობებსა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
–	თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების ხელმძღვანელთან მოხსენება;
–	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება.
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.  

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                    ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს სოციალური მეცნიერებების ან/და სამართლის მიმართულებით დოქტორის აკადემიური ხარისხი. 
შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 

კანდიდატმა უნდა შეძლოს თავდაცვის და უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან მინიმუმ 2 (ორი) კურსის გაძღოლის შესაძლებლობა.
1.	თავდაცვის საფუძვლები;
2.	კონფლიქტის სტრატეგია; 
3.	საერთაშორისო ურთიერთობები;
4.	საქართველო თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში;
5.	დიდი სტრატეგიები;
6.	ჰიბრიდული ომი;
7.	საინფორმაციო ომი;
8.	ომები და დიპლომატია შორეულ აღმოსავლეთში;
9.	რუსეთის საგარეო პოლიტიკა;
10.	პოლიტიკური ფსიქოლოგია;
11.	საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები;
12.	საერთაშორისო სამართლის საფუძვლები.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-	საოფისე კომპიუტერული პროგრამების  სრულყოფილი ცოდნა;
-	ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა;
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.




                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2021 წლის 1თებერვლიდან 8 თებერვლის  ჩათვლით.
კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება
კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.
შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება