2021/02/09
გაკეთებული განაცხადები: 2
– მექანიკის ინჟინერიის მიმართულების უფროსის მხარდაჭერა მექანიკის ინჟინერიის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფა/განვითარებაში; – კომპეტენციის ფარგლებში მექანიკის ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის და სასწავლო პროცესის გაძღოლა; – კომპეტენციის ფარგლებში მეცნიერული კვლევების წარმართვა/ხელმძღვანელობა; – საბაკალავრო ნაშრომის, საკონფერენციო თემების, იუნკერთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობის და სხვა მსგავსი აქტივობების ხელმძღვანელობა; – მექანიკის ინჟინერიის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა; – კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა; – დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; – იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით; – იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; – მექანიკის ინჟინერიის პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა; – პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა; – კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა; – სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების უფროსთან მოხსენება; – მექანიკის ინჟინერიის მიმართულების უფროსის წინაშე ანგარიშვალდებულება. – საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.
ბაკალავრიატის მექანიკის ინჟინერიის მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი მექანიკის ინჟინერია ან/და ტექნოლოგიის, სატრანსპორტო საშუალებების/ტრანსპორტის ინჟინერიის, საავიაციო ინჟინერიის, სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგიის და სხვა მომიჯნავე დარგებში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით მექანიკის ინჟინერიის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. კანდიდატს უნდა შეეძლოს მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების მინიმუმ 2 (ორი) კურსის გაძღოლის შესაძლებლობა: 1. საინჟინრო გრაფიკა; 2. სტატიკა; 3. დინამიკა; 4. მასალათა გამძლეობა; 5. თერმოდინამიკა და თბოგადაცემა; 6. ჰიდროაერომექანიკა; 7. მანქანათა კონსტრუირება; 8. საწარმოო პროცესები; 9. სატრანსპორტო საშუალებათა კონსტრუქცია; 10. აეროტექნოლოგიები. აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს: - საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; - ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); - სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში); - კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა; - ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; - დროის მართვის უნარი; - სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი; - ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი; - თვითგანვითარების უნარი; - უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით; - პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.
გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( აუცილებლად თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2021 წლის 1 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით. კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს: - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი; - სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი; - ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში); - სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში); - სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან); - კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); - მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა. კონკურსი ჩატარდება შემდეგ ეტაპად: - კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან; - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან. კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია. შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.