2021/01/26
გაკეთებული განაცხადები: 22
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება; ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციაში მონაწილეობა; გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვის შესახებ წინადადებათა პროექტების შემუშავება; დ) მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის შესახებ პროექტების შემუშავება; ე) ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება; ვ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლაში მონაწილეობა, წინადადებათა პროექტების შემუშავება არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვაფუნქციების განხორციელება.
საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ I-ლი, მე-III, მე-V და მე-VI თავები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24–27-ე მუხლები „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი ,,2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 17 ივლისის №7054-რს დადგენილება
საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ I-ლი, მე-III, მე-V და მე-VI თავები
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24–27-ე მუხლები
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი
,,2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის’’ დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 17 ივლისის №7054-რს დადგენილება
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არ იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტი. კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.