ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 9 საათი, 21 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3

x შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

ვაკანსიის N 62867     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილების ბუღალტრული აღრიცხვის საკითხებში მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ბუღალტერია
განცხადების ბოლო ვადა
25.01.2021
თანამდებობრივი სარგო:
800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
სამტრედია
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) მუნიციპალიტეტის ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა; 
ბ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების შესაბამისად ხარჯის გაწევა, საფინანსო ოპერაციების წარმოება; 
გ) მუნიციპალიტეტის საბანკო ანგარიშის მართვა, ურთიერთობებს ხაზინასთან და საბანკო დაწესებულებებთან; 
დ) მუნიციპალიტეტის მიერ აღებული და გაცემული სესხების მართვა; 
ე) საკრებულოსა და მერიის სამსახურების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
ვ) მუნიციპალიტეტის ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვა; 
ზ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების, სამივლინებო ხარჯების და სხვა გადასახდელების გაცემა; 
თ) საგადასახადო კუთხით საჯარო მოსამსახურეთა საშემოსავლო დეკლარაციის მომზადება და გადაგზავნა;
ი) სტატისტიკური ფორმების წარმოება; 
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვაფუნქციების განხორციელება.

 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ბუღალტერი, ფინანსისტი ან ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავი 

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ I-ლი, მე-III და მე-XII თავები

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 

საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“

,,ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება 

,,ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება 

,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანება 

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქი სამტრედია, რესპუბლიკის ქ. N6
საკონტაქტო ტელეფონები
595-33-22-25
საკონტაქტო პირი
ია ხოშტარია

დამატებითი მოთხოვნები
                    სამუშაო გამოცდილება: ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება.   

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს: 
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; 
ბ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტი − შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა. 
2. კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება