2021/02/16
გაკეთებული განაცხადები: 413
არ არის მითითებული
ა) არაფორმალური განათლების აღიარების წესის შესაბამისად სამუშაოს შესრულება; ბ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარების მიზნების შესახებ; გ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის, პროცედურების, ეტაპებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ; დ) მაძიებლის ინფორმირება არაფორმალური განათლების აღიარებასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი მოთხოვნებისა და საჭიროებების შესახებ; ე) კონსულტირების ფორმის შედგენა, შესაბამისი დოკუმენტაციის (მტკიცებულებების) შეგროვება და ამღიარებელი დაწესებულებებისთვის ან/და აღირების კომისიისთვის მიწოდების უზრუნველყოფა; ვ) არაფორმალური განათლების აღირების კონსულტანტთა შერჩევის, სერტიფიცირებისა და სტატუსის შეწყვეტის წესიდან გამომდინარე, სხვა აქტივობები.
ა) არაფორმალური განათლების აღარების კოსულტანტობის კანდიდატს უნდა გააჩნდეს უმაღლესი განათლება ან/და პროფესიული განათლება; ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა; გ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დ) მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია: ა) კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი - ავტობიოგრაფია (CV), წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.hr.gov.ge - მეშვეობით; ბ) შესაბამის გრაფაში ატვირთოს კვალიფიკაციების/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; კონკურსის ეტაპები: ა) განაცხადის წარდგენა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს ავტობიოგრაფია (CV) და კვალიფიკაციების/განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; ბ) განაცხადების გადარჩევა; გ) ტესტირების შესრულება ელექტრონული ფორმით; ტესტირების თემატიკა: საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“; დ) ტრენინგის ჩატარება და ტესტირება/დავალების შესრულება ელექტრონული ფორმით; ე) ტესტირების/დავალების შესრულების შედეგების განხილვა საკონკურსო კომისიის მიერ და კონკურსანტებისათვის საბოლოო შედეგების ინდივიდუალურად გაცნობა. შესრულებული პრაქტიკული დავალების შესაბამისად, შეფასდება პოტენციური კონსულტანტის ძირითადი ამოცანა-მოვალეობების შესრულების მზაობა და შესაძლებლობა.