ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

58 დღე, 22 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 34


ვაკანსიის N 62596     

პოზიციის დასახელება
მონაცემთა ბაზების მართვაზე პასუხისმგებელი პირo
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მიზნებს წარმოადგენს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
                    
კატეგორია
ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
განცხადების ბოლო ვადა
31.01.2021
თანამდებობრივი სარგო:
1800 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             • სამსახურის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება და მართვა;
• ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართული მუშაობისა და პროგრამული უზრუნველყოფა;
• არსებული ან ახალი ქსელის აპარატურის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა, შესაბამისი ანალიზი და პრობლემური საკითხების მოგვარება;
• ქსელის უსაფრთხოების დაცვა;
• თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა/დახმარება და პრობლემების დროული აღმოფხვრა;
• სხვა სახის კომუნიკაციების საშუალებების გამართული მუშაობა;
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 19-58 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ;“

გ) ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის N13-35 დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
MS office applications            ძალიან კარგი
SQL            კარგი
Windows Server            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7
საკონტაქტო ტელეფონები
598914591
საკონტაქტო პირი
მარიამ კუკავა

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) კანდიდატს უნდა ჰქონდეს კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების/კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართვისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ბ) წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსთან დაკავშირებით მოთხოვნებში მითითებული საკანონმდებლო აქტების გასაცნობად ეწვიეთ ვებ - გვერდს: www.tas.ge; https://matsne.gov.ge/.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთონ:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებულად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ გსურთ არქიტექტურის სამსახურში მუშაობის დაწყება და რატომ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა შეესაბამება კონკრეტულ ვაკანსიას.

შენიშვნა: კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კონკურსის ეტაპების შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება