ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 8 საათი, 11 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 62500     

პოზიციის დასახელება
მენეჯმენტის მიმართულების ასოცირებული პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
07.12.2020
თანამდებობრივი სარგო:
2000 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესსა და მეცნიერული კვლევებში მონაწილეობა ან/და წარმართვა;
–	მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსების გაძღოლა/ სწავლება;
–	საბაკალავრო ნაშრომების, საკონფერენციო თემების, იუნკერთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობისა და სხვა მსგავსი აქტივობებში მონაწილეობა;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	მენეჯმენტის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
–	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
–	იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
–	იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
–	მენეჯმენტის პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების ხელმძღვანელთან მოხსენება;
–	მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება;
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.გორი ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        მენეჯმენტის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტის ან ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროებში. ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება.
 	დასაშვებია/შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოცემული პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
   
  კანდიდატს უნდა შეეძლოს ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან სამი და მეტი სასწავლო კურსის გაძღოლა: 
1.	ოპერაციული მენეჯმენტი;
2.	ლოჯისტიკა;
3.	ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
4.	მენეჯმენტის საფუძვლები;
5.	მარკეტინგის საფუძვლები;
6.	მოლაპარაკებები და კონფლიქტები;
7.	სტრატეგიული მენეჯმენტი;
8.	პროექტების მენეჯმენტი;
9.	ორგანიზაციული ქცევა და ლიდერობა;
10.	ეკონომიკის საფუძვლები.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-	საოფისე და სხვა სპეციალური პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
-	სასურველია კანდიდატს გააჩნდეს სამეცნიერო კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობის გამოცდილება;
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.
    აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევისას დამატებით უპირატესობად ჩაითვლება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტთა საბაკლავრო, სამაგისტრო და სადოქტორო თემების ხელმძვანელობა და კონფერენციებსა და ფორუმებში მონაწილეობა;



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2020 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება