ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

9 დღე, 15 საათი, 40 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 57


ვაკანსიის N 62433     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-27 მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა). 

                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
08.11.2020
თანამდებობრივი სარგო:
2100 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             • კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიების ჩატარება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342(პრიმა), 378-ე, 378(პრიმა), 378(სეკუნდა), 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, აღმოსავლეთ საქართველოში განლაგებული პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებზე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე და 337-ე-342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე (გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულებისა);
• კომპეტენციის ფარგლებში საჩივარ-განცხადებების, შეტყობინებებისა და სხვა კორესპონდენციების განხილვა, მათზე კანონშესაბამისი რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გზით;
• ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მე-3 თავი);
  • საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;
  • საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;
  •  „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება;
  • „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანება;
  •  „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია;
  • ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია;
  • სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ 1959 წლის ევროპული კონვენცია;
  • სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენცია;
  • „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24ა
საკონტაქტო ტელეფონები
599850242

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − მაგისტრის აკადემიური ხარისხი);
•	იურიდიულ (სასურველია სისხლის სამართლის) სფეროში ან/და სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 1 წელი − გამომძიებლად, პროკურორად, სტაჟიორ-გამომძიებლად ან/და სტაჟიორ-პროკურორად;

•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
•	გუნდური მუშაობა;
•	პრობლემების ანალიზი;
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

-	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
-	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;

•	შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 51%-ის შესაბამისი ქულის მიღება; კანდიდატს, რომელსაც კონკურსის ფარგლებში დანიშნული ტესტირების თარიღამდე 1 წლის განმავლობაში სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრში გავლილი აქვს ტესტირება - ქართულ ენასა და ზოგად უნარებში და გადალახული აქვს მიმდინარე კონკურსის პირობებით დადგენილი ბარიერი, ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში აღნიშნული ეტაპი ჩაეთვლება გავლილად.
გარდა ამისა, კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ ტესტს, რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 70%-ის შესაბამისი ქულის მიღება;

•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5). 

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება