ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

25 დღე, 16 საათი, 5 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 5


ვაკანსიის N 62428     

პოზიციის დასახელება
მაგისტრატურის უსაფრთხოების კვლევების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
24.11.2020
თანამდებობრივი სარგო:
1575 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების პროცესში სამაგისტრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელის დახმარება;
–	უსაფრთხოების კვლევების საგანმანათლებლო  პროგრამის შემუშავების, კურიკულუმის შედგენის, სასწავლო კურსების სილაბუსების/კომპონენტის შექმნისა და მათი დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
–	უსაფრთხოების კვლევების პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე, ასევე პროგრამულ ნაწილში აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
–	სამაგისტრო პროგრამებში მინიმუმ ორი საგანმანათლებლო კურსის განხორციელება;
–	კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სასწავლო კურსების მუდმივი განვითარებისა და დახვეწისათვის ზრუნვა, ასევე განხორციელებული კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი; 
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სწავლების უახლესი მეთოდების  დანერგვის მიზნით;
–	უსაფრთხოების კვლევების მიმართულების პროგრამის სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის განახლების პროცესში მონაწილეობა;
–	იუნკერებთან/მსმენელებთან მუდმივი კომუნიკაცია და დამატებითი შეხვედრების ორგანიზება;
–	სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება მაგისტრატურის ხელმძღვანელობისთვის.
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მაგისტრატურის იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენა, პროცესში მონაწილეობა და განხორციელების კონტროლი; 
–	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მიერ საგამოცდო მასალის მომზადების პროცესის კონტროლი;
–	საგამოცდო უწყისების წარმოება და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე  იუნკერთა სამაგისტრონაშრომების თემატიკის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
–	უსაფრთხოების კვლევების მიმართულების თვითშეფასების ანგარიშის  მომზადებაში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში მაგისტრატურასა  და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო/კვლევით პროექტებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	გამოცდილების გაზიარებისა და გაუმჯობესების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვის პროცესში მონაწილეობა; 
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება;
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და კოლეჯის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        უსაფრთხოების კვლევების მიმართულების ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის  აკადემიური ხარისხი ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სოციალურ/პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით. 
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით უსაფრთხოების ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
   კანდიდატს უნდა შეეძლოს უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების მინიმუმ 2 (ორი) კურსის გაძღოლის შესაძლებლობა: 
1.	კვლევის მეთოდები;
2.	აკადემიური წერა;
3.	ეროვნული უსაფრთხოება;
4.	სამშვიდობო პროცესების საფუძვლები;
5.	კონფლიქტების ანალიზი;
6.	საერთაშორისო ურთიერთობები;
7.	სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-	საოფისე კომპიუტერული პროგრამების  სრულყოფილი ცოდნა;
-	ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია);
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                       გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2020 წლის 16 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება