ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

12 დღე, 12 საათი, 48 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 62218     

პოზიციის დასახელება
ბაკალავრიატის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
02.11.2020
თანამდებობრივი სარგო:
2565 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             -	კომპეტენციის ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესსა და მეცნიერული კვლევებში მონაწილეობა ან/და წარმართვა;
-	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსების გაძღოლა/ სწავლება;
-	სამეცნიერო ნაშრომების, საკონფერენციო თემების, ბაკალავრის იუნკერთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობისა და სხვა მსგავს აქტივობებში მონაწილეობა;
-	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
-	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების და ბაკალავრიატის სხვა აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
-	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
-	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
-	ბაკალავრიატის იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
-	ბაკალავრიატის იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
-	თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
-	კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატისა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
-	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების უფროსის, ბაკალავრიატის ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება.
-	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და კოლეჯის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
6 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციალურ/პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება.
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით,  სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის ან სამხედრო მეცნიერების სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

   კანდიდატს უნდა შეეძლოს ბაკალავრიატის პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან სამი ან უფრო მეტი სასწავლო კურსის გაძღოლა: 
1.	უსაფრთხოების გამოწვევები მსოფლიოში და ევროპაში;
2.	ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება; 
3.	ევროპის კველევები;
4.	საერთაშორისო კონფლიქტები; 
5.	საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლები;
6.	თავდაცვის საფუძვლები;
7.	თანამედროვე გამოწვევები ევროპაში;
8.	საბაკალავრო თემის ხელმძღვანელობა. 

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-       ენის ცოდნა: ინგლისური ენა B 2 ან NATO STANAG 6001  2+ ან 3 დონე.
-	საოფისე და სხვა სპეციალური პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-	სასწავლო კურსების/სილაბუსების ინგლისურად გაძღოლა;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა;
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.
-      პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევისას დამატებით უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო ურთიერთობების ან უსაფრთხოების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება, საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის იუნკერი (სტუდენტი) ხელმძღვანელობის გამოცდილება, საბაკალავრო შრომების რეცენზირება, პუბლიკაციები ან მონაწილეობა კონფერენციებსა და ფორუმებში თავდაცვის ან სტრატეგიული საკითხების სფეროში ისევე, როგორც ხსენებულ სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე ( თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2020 წლის 26 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- სამოტივაციო წერილი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.

კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- ტესტირება ინგლისურ ენაში (კანდიდატები ALCPT ტესტირებაში 80 ქულის მიღების შემთხვევაში გაივლიან NATO STANAG 6001 სტანდარტის შესაბამის 2&3 დონის ტესტს,სადაც შემოწდებიან ენის ცოდნის ოთხ ენობრივ უნარ-ჩვევაში: მოსმენა, კითხვა, წერა და ლაპარაკი).
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება;


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება