ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 4


ვაკანსიის N 61970     

პოზიციის დასახელება
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "ელექტროობა" პროფესიული განათლების მასწავლებელი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - პროფესიული კოლეჯი ,,თეთნულდი"
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
11.09.2020
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
მესტია
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             1. განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "ელექტროობა"  კომპონენტის სწავლება მოდულის მიზნების შესაბამისად:

1.1 პროფესიულმა სტუნდეტმა შეძლოს   დაზარალებულის პირველადი სამედიცინო დახმარება;
1.2. პროფესიულა სტუდენტმა შეძლოს   ელექტრული ტექნოლოგიების გამოყენება, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები;
1.3. პტოფესიულმა სტუდენტმა შეძლოს  დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;
1.4.   პროფესიულმა  სტუდენტმა შეძლოს მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია  საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;
1.5.  პროფესიულმა სტუდენტმა შეძლოს გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები;
1.6. პროფესიულ სტუდენტს განუვითაროს უნარი   წაიკითხოს	და  დახაზოს  საინჟინრო  ნახაზები  სხვადასხვა  ტექნიკის,  მათ  შორის	კომპიუტერზე  დაფუძნებული  ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
1.7.   პროფესიულმა სტუდენტმა  შეეძლოს შექმნას და წარადგინოს პროექტი.

2. განახორციელოს პროფესიული სტუდენტის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3. განახორციელოს პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება; 
4. მონაწილეობა მიიღოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში; 
5. უზრუნველყოს სწავლების მაღალი ხარისხი; 
6. იზრუნოს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით კოლეჯის მიერ შეთავაზებულ სწავლებებში; 
7. უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწიელობის მიღება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება; 
8. შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიული სტანდარტებით, კოლეჯის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებები; 
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ერეკლე ფარჯიანის ქ.N25
საკონტაქტო ტელეფონები
577577414; 577577412

დამატებითი მოთხოვნები
                     * კვაილიფიკაცია: ბაკალავრი სპეციალობით "ელექტრიკოსი" (მასწავლებლობის უფლებით - გავლილი აქვს 60 კრედიტიანი პროგრამა/ პროფესიული განათლების პედაგოგიური კურსი; 
სხვა შემთხვევაში, პედაგოგიური კურსის გავლა სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) და/ან მაგისტრი/მაგისტრთან გათანაბრებული სპეციალობით ელექტრიკოსი  (სწავლების გამოცდილების არქონის შემთხვევაში, პედაგოგიკაში გადამზადება სავალდებულოა სწავლების პირველივე წელს) ელექტროობაში (სავალდებულოა პედაგოგიკაში გადამზადება). მოდულის შესაბამისი კომპონენტის - ელექტროობა  მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას და /ან საგნობრივი გამოცდით დადასტურებული ქელექტროობის  მასწავლებლის კვალიფიკაცია. 
* სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; 
* სწავლების პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი; 
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
* სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა; 
* ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    *კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.gov.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან; 
*კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს. 
*კონკურსანტს მეორე ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში გადაეგზავნება მოდულის განხორციელების გზამკვლევი (პროექტი), მის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე; 
* გამარჯვებულ კანდიდატ(ებ)თან კოლეჯის მიერ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ კოლეჯის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების და გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. პროგრამის უფლების მოპოვებამდე მასთან გაფორმდება წინარე ხელშეკრულება. 
* შრომის ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვის მიხედვით, 1 საკონტაქტო სთ - 15 ლარი; 
* შრომითი ხელშეკრულების ვადა დანიშვნიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მომდევნო წელს გაგრძელების პერსპექტივით. სავალდებულოა, კონკურსანტმა ვებ-გვერდზე - www.hr.gov.ge შესაბამის გრაფაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: 
* კანდიდატმა ატვირთოს განთლების, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; 
* სამოტივაციო წერილი; არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკურსანტმა წარმოედგინოს -  ელექტროობის კუთხით  მინიმუმ სამწლიანი მუშაობის  გამოცდილების (ბოლო 5 წლის პერიოდში) დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული უნდა იყოს მუშაობის პერიოდი (წლები). 
* გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება