ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 2

x შიდა კონკურსი:
- შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.
- შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვს რეზერვში ჩარიცხულ პირს და შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

ვაკანსიის N 61841     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ურბანული დაგეგმარების და სივრცითი მოწყობის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
შიდა კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
არქიტექტურა
განცხადების ბოლო ვადა
11.09.2020
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ფოთი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             ა) ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;
ბ) სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების მომზადებას;
გ) მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადებას;
დ) გენერალური გეგმის მართვას;
ე) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო საკომუნიკაციო
სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
ვ) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;
ზ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
თ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელებას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;
მოვალეობები: 
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს
კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და თანამდებობის
პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი";

,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ" საქართველოს, მთავრობის, 2019 წლის 31 მაისის, N255 დადგენილება;

,,ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ" საქართველოს მთავრობის, 2019 წლის 3 ივნისის, N261 დადგენილება;

,,სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის, N260 დადგენილება;

 „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №6/46  დადგენილება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი,დავით აღმაშენებლის N 12
საკონტაქტო ტელეფონები
555505096
საკონტაქტო პირი
თეა კვიციანი

დამატებითი მოთხოვნები
                    არქიტექტურის ან კეთილმოწყობის ან საინჟინრო-სამშენებლო სფეროში მუშაობის  –1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. 
1. ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
2. კომპლექსური აზროვნების უნარი;
3. სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
4. ცვლილებების  ინიციირებისა და მართვის უნარი;
5. თათბირებისა და შეხვედრების წარმართვის უნარი;
6. მოხელის პროფესიული განვითარების, შეფასებისა და მოტივირების უნარი;
7. პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
8. გუნდის განვითარების უნარი;

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    • კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომი) ასლი;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოთ გაფორმებული დოკუმენტი - შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში) ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ
გაცემული სათანადო ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღი და დაკავებული თანამდებობა.
•. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
• .საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხო ენაზე გაცემული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანის წარდგენა).
•.კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება განაცხადის წარდგენისთვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
•.კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი-განაცხადების (აპლიკაციების) გადარჩევა, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ
წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მე-2 ეტაპი-გასაუბრება, რაც გულისხმობს სამართლებრივი აქტების ცოდნისა და კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის და პიროვნული თვისებების
ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას.
•.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის მე-2 ეტაპზე-გასაუბრებაზე, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ
მოთხოვნებს.
• კანდიდატი გასაუბრებაზე არ დაიშვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
•.კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები და გასაუბრების ჩატარების თარიღი და ადგილი კანდიდატს ეცნობება მის მიერ განაცხადში (აპლიკაციაში) მითითებული
ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
•შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კარიერული განვითარების მიზნით. შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს იმ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ მოხელეს, რომელ დაწესებულებაშიც ცხადდება შიდა კონკურსი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება