ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 13 საათი, 55 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 111


ვაკანსიის N 61451     

პოზიციის დასახელება
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დონორთა კოორდინაციის სამსახურის მენეჯერი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - აწარმოე საქართველოში
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ „აწარმოე საქართველოში" წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის მიზნებია: ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობა, დაინტერესებული პირებისათვის მეწარმეობის განვითარების მიმართულებით სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარება.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: www.enterprise.gov.ge
                    
კატეგორია
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა
16.08.2020
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             სააგენტოს საქმიანობის და პრიორიტეტების შესაბამისად, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, კომუნიკაცია და კოორდინაცია;
სააგენტოს საქმიანობის და პრიორიტეტების შესაბამისად, პოტენციური პარტნიორი საერთაშორისო/დონორი ორგანიზაციის იდენტიფიცირება, მოლაპარაკებების წარმოება და შესაბამისი ბაზის მუდმივი განახლება;
სააგენტოს შიდა საჭიროებების კვლევის პროცესში მონაწილეობის მიღება, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი დონორების მოძიება;
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დაწყებასა და შემდგომ თანამშრომლობის პროცესში ჩართულობა;
ბიზნეს ფორუმების ორგანიზებაში კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობის მიღება; 
მემორანდუმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა; 
საერთაშორისო მაღალი რანგის დელეგაციების ვიზიტის დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე სააგენტოს სახელით მონაწილეობის მიღება;
დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
6 თვე
პროფესია
ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო ურთიერთობები და/ან სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“;


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C2       C2
რუსული       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, დ. უზნაძის 18
საკონტაქტო ტელეფონები
599720112
საკონტაქტო პირი
მარიამ ნოზაძე

დამატებითი მოთხოვნები
                     აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს საერთაშორისო ურთიერთობების ან დონორებთან მუშაობის მიმართულებით არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
 სასურველია კანდიდატს ჰქონდეს CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება; 


საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
 ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებისა და სამუშაო სპეციფიკის ზოგადი ცოდნა;
 საქმიანი მიმოწერის წარმოება როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
 ეფექტური კომუნიკაცია-პრეზენტაციის კარგი უნარები;
 მაღალი ანალიტიკური უნარები;
 პასუხისმგებლობის გრძნობა;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    
კანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა:
 ატვირთოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა) სადაც უნდა უპასუხოს 2 შეკითხვას:
1. აღწერეთ, რატომ გსურთ ამ პოზიციაზე მუშაობა;
2. აღწერეთ, თქვენი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც თქვენი აზრით, დაგეხმარებათ საერთაშორისო ურთიერთობების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით მუშაობაში.
 ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
 შეავსოს ვაკანსიასთან დაკავშირებული მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების (ტრენინგები/სხვა მიღწევები) და/ან განხორციელებული პროექტების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);


კანდიდატთა საყურადღებოდ:
-დოკუმენტაციის არასრულყოფილად და/ან არასწორად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი მოიხსნება შერჩევის პროცესიდან;
-კანდიდატებთან დაკავშირება განხორციელდება ძირითადად ელექტრონული ფოსტის საშუალებით;.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვეში.
- კანდიდატთა შეფასებისას, იდენტური ქულების დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება