ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 16 საათი, 3 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 494


ვაკანსიის N 61323     

პოზიციის დასახელება
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი
კონკურსის ტიპი
სხვა
ორგანიზაცია
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
კატეგორია
ხარისხის მართვა
განცხადების ბოლო ვადა
14.08.2020
თანამდებობრივი სარგო:
შეთანხმებით
ადგილების რაოდენობა

არ არის მითითებული

სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი

ფუნქციები
                             პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის საქმიანობის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და დასკვნის პროექტისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებული დასკვნის მომზადება:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (დაწესებულების ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე;
ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და  ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით;
გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
დ) დაწესებულებაში ვიზიტის პერიოდში, დაწესებულების თვითშეფასებაში/განაცხადში/თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება:
დ.ა) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (პროფესიული სტუდენტი, კურსდამთავრებული, მშობელი/მეურვე, პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.) ინტერვიუს ჩატარება;
დ.ბ)  დაწესებულების ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ობიექტების (სასწავლო საწარმო, საწარმოო პრაქტიკის ობიექტი) დათვალიერება;
დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად;
დ.დ) ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა;
დ.ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის  დასკვნის პროექტში ასახვა;
დ.ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება;
ე) დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე;
ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება;
თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა. 
            
საკონკურსო თემატიკა
                    

* „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

* „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი.


საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, 0193, მ. ალექსიძის ქ. №1
საკონტაქტო ტელეფონები
(+995 32) 2 200 220

დამატებითი მოთხოვნები
                    * პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი განათლება (სასურველია ბაკალავრის/მაგისტრის კვალიფიკაცია განათლების ადმინისტრირების/ბიზნესის ადმინისტრირების/სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
* კომპიუტერული პროგრამების (MICROSOFT WORD; EXCEL; POWER POINT) ცოდნა;
* სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველება, სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული და სხვა) ცოდნა. 

* ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; 
* კონფლიქტების მართვა;
* ემოციური ინტელექტი;
* მოტივაცია;
* გუნდური მუშაობა;
* ეფექტური კომუნიკაცია;
* პრეზენტაციის მომზადება; 
* სამართლიანობა; 
* პასუხისმგებლიანობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* ორგანიზებულობა;
* ვადებზე ორიენტირებულობა;
* ყურადღების კონცენტრაცია.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსი ცხადდება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა სერტიფიცირების წესით შერჩევის მიზნით.
კონკურსში მონაწილე კანდიდატი ვალდებულია კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი - ავტობიოგრაფია (CV) წარმოადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.hr.gov.ge - მეშვეობით, შესაბამის გრაფაში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 250 სიტყვისა), რომელშიც უნდა ჩანდეს თუ რატომ სურს კანდიდატს გახდეს პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, მისი პიროვნული თვისებები, სამუშაო გამოცდილება ან/და პროფესიული უნარ-ჩვევები, რომლებიც მათი აზრით, დაეხმარებათ პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტად მუშაობაში.

კონკურსის ეტაპები:
ა) კანდიდატთა შერჩევა, რომელიც შედგება შემდეგი ქვეეტაპებისგან:
ა.ა) განაცხადების გადარჩევა;
ა.ბ.) კანდიდატთა შეფასება ტესტირების გზით;
ა.გ.) კანდიდატთა შეფასება გასაუბრების გზით;
ბ) სპეციალური კურსის გავლა, რომელიც შედგება შემდეგი ქვეეტაპებისგან:
ბ.ა) ტრენინგის გავლა;
ბ.ბ) შუალედური შეფასება;
გ) საბოლოო შეფასება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                თითოეული კანდიდატის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) თვის ვადაში.
                

საწყის გვერდზე დაბრუნება