ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

3 დღე, 11 საათი, 21 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 61219     

პოზიციის დასახელება
სპეციალისტი (შრომითი ხელშეკრულება) ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - იუსტიციის სახლი
კატეგორია
მომსახურება
განცხადების ბოლო ვადა
09.07.2020
თანამდებობრივი სარგო:
600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქვემო ნატანები
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურებთან დაკავშირებით;
• სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან გაფორმებული ხელშეკრულებით/მემორანდუმით, საზოგადოებრივი ცენტრებისათვის განსაზღვრულ სერვისებზე დადგენილი პროცედურისა და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად განცხადებების მიღება და უფლებამოსილი პირებისათვის მზა დოკუმენტების გადაცემა;
• მომხმარებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება, კანონის ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
• ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდის (მატერიალური ასლის) ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით და დადგენილი წესის შესაბამისად, ხელმოწერითა და სსიპ იუსტიციის სახლის შტამპით დამოწმება;
• მოქალაქეთა ინფორმირება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ;
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის განაცხადების მიღება და გადაგზავნა მუნიციპალიტეტის მართვის სისტემაში (MMS);
• საზოგადოებრივი ცენტრის შენობის (ასევე მიმდებარე ტერიტორიის) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, კომუნალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• პასუხისმგებელი პირის არ ყოფნის შემთხვევაში სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესაბამის საზოგადოებრივ ცენტრში არსებული ქონების დაცვა, შენახვა და მოვლა-პატრონობა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფცია;
  • ზოგადი ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ საზოგადოებრივი ცენტრების სერვისების შესახებ.
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 25 ივლისის №85 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის დებულების დამტკიცების შესახებ“;
  • სსიპ „იუსტიციის სახლის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 27 იანვრის №32/ს ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის ფილიალების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და სატელეფონო ცენტრის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე“.

ინფორმაცია სსიპ „იუსტიციის სახლის“ კონცეფციისა და სერვისების შესახებ, ასევე, საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.psh.gov.ge


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონები
598 660 501

დამატებითი მოთხოვნები
                    • სასურველია ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
• აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel) ცოდნა;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

• კომუნიკაბელურობა;
• გამართულად მეტყველებისა და წერის უნარი;
• ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზის უნარი;
• სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
• დროის ეფექტურად მართვის უნარი;
• გუნდურად მუშაობის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    წერითი დავალება მოიცავს:

• ტესტირებას ზოგად უნარებში;
• ტესტირებას ქართულ ენაში.

• გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც დაწერენენ ტესტს ზოგად უნარებსა და ქართულ ენაში.
• კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა სავალდებულოა:
 წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი დასაბუთება, რატომ სურს კონკრეტულ პოზიციაზე დასაქმება;
 მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ.ფოსტა;
 განათლების ველში ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

• გამარტივებული კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატი დაინიშნება შრომითი ხელშეკრულებით, 01 (ერთი) წლის ვადით.
• კანდიდატის დანიშვნა განხორციელდება ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                • გადაწყვეტილებას მიიღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება