ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 12 საათი, 24 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 34


ვაკანსიის N 61214     

პოზიციის დასახელება
აჭარის რეგიონული დეპარტამენტის საინჟინრო, სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით
                    
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
08.07.2020
თანამდებობრივი სარგო:
400 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთის, ბინის, კომერციული და სხვა ფართობის) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;
•	უძრავი ქონების საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;
•	საქონლის რაოდენობის განსაზღვრა;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
პროფესია
იურისტი/ეკონომისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  1. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება; (http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=2136);
  2. აჭარის რეგიონული დეპარტამენტის დებულება (http://www.expertiza.gov.ge/source/pdf/awara%20-debuleb.pdf)


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ანა ივანიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	გაწონასწორებულობა;
•	კომუნიკაბელურობა;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	ინიციატივა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში ქულათა სისტემის საფუძველზე; 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება