ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 10 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 36


ვაკანსიის N 61206     

პოზიციის დასახელება
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური, რადიაციული და სახანძრო ექსპერტიზის სამმართველოს სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით
                    
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
08.07.2020
თანამდებობრივი სარგო:
400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	ხანძრის შესახებ საქმის მასალების (გარემოებების) ან სახანძრო უსაფრთხოების დარღვევათა გამოკვლევა; სამრეწველო და საცხოვრებელ ობიექტებზე, სატრანსპორტო საშუალებებზე და სხვა ობიექტებზე ხანძრის გაჩენის მიზეზის და კერის დადგენა;
•	გამოსაკვლევი ობიექტის (ნივთმტკიცების) ელექტრო-ტექნიკური გამოკვლევა;
•	დასკვნის, / დასკვნის შეუძლებლობის შესახებ აქტის მომზადება - შედგენა;
•	ობიექტის შეფუთვა და დალუქვა;
•	გამოსაკვლევი ნიმუშის აღება;
•	განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
საკონკურსო თემატიკა
                    
  1. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება; (http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=2136);
  2. კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება (http://www.expertiza.gov.ge/source/pdf/Kriminalistikuri%20-DEBULEBA.pdf)


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B2
რუსული       B1       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ანა ივანიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •	უპირატესობა მიენიჭება ელექტროტექნიკური მიმართულების მქონე აპლიკანტს;
•	სპეციალობით მუშაობის გამოცდილება.
•	კომუნიკაბელურობა;
•	შრომისმოყვარეობა;
•	კვლევის შედეგების ლოგიკური ანალიზის უნარი;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში ქულათა სისტემის საფუძველზე; 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება