ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 10 საათი, 56 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 14


ვაკანსიის N 61204     

პოზიციის დასახელება
ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
                    
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
08.07.2020
თანამდებობრივი სარგო:
400 ლარი
ადგილების რაოდენობა
2
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             •	ექსპერტის თანდასწრებით, ნივთმტკიცებიდან ან საკვლევად წარმოდგენილი მასალიდან ბიოლოგიური ნიმუშის ამოღება;
•	ექსპერტის თანდასწრებით, ბიოლოგიური პროფილის-სეროლოგიური, ციტოლოგიური, მორფოლოგიური, მოლეკულურ-გენეტიკური (დნმ) საექსპერტო კვლევაში მონაწილეობის მიღება,  
•	ხელსაწყოების მოვლა
•	ხსნარებისა და რეაქტივების მომზადება;
•	ხარისხის კონტროლის მოთხოვნების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
ბიოლოგი/ექიმი/გენეტიკოსი/ბიოქიმიკოსი
საკონკურსო თემატიკა
                    
  1. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება; (http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=2136);
  2. ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება (http://www.expertiza.gov.ge/source/pdf/2376-biologiuri.pdf)


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ანა ივანიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •     სასურველია სამედიცინო/ბიოლოგიური/ბიოქიმიური განათლების მიმართულებით მაგისტრის ხარისხი;
•	ფუნდამენტური ცოდნა გენეტიკაში, ბიოქიმიასა და მოლეკულურ ბიოლოგიაში;
•	სასურველია ბიოლოგიის/ბიოქიმიის/სამედიცინო მიმართულების ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
•	ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოების მოთხოვნების საფუძვლიანი ცოდნა;
•	ქიმიკატებთან და ბიომასალასთან უსაფრთხოდ მუშაობის უნარ-ჩვევები; 
•	კომპიუტერის და ინგლისურის კარგი ცოდნა;
•	გამართული მეტყველებისა და წერის მაღალი კულტურა;
•	ანალიტიკური აზროვნება და აზრის სრულყოფილად გადმოცემა; 
•	მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
•	მოწესრიგებულობა და დეტალური ყურადღება; 
•	პუნქტუალობა და დროის მართვის კარგი უნარი; 
•	კონფიდენციალობა;
•	გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; 
•	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•	მოლეკულური ბიოლოგიისა და სამედიცინო გენეტიკის კვლევის უნარ-ჩვევები; 
•	ახალი მეთოდების მოძიებისა და დანერგვის უნარი; 
•	ერთდროულად რამდენიმე კვლევაში ჩართულობის უნარი. 
•	სასურველია მედიცინის ან ბიოლოგიის მეცნიერებათა/აკადემიური დოქტორის ხარისხი ან სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის სტატუსი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
•	სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•	ანალიტიკური აზროვნების უნარი;
•	პასუხისმგებლობის გრძნობა;
•	გაწონასწორებულობა;
•	კომუნიკაბელურობა;
•	გუნდური მუშაობის უნარი;
•	ინიციატივა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში ქულათა სისტემის საფუძველზე; 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება