ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 11 საათი, 39 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 10


ვაკანსიის N 61201     

პოზიციის დასახელება
საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
სსიპ - ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო” 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.
                    
კატეგორია
სტაჟირება
განცხადების ბოლო ვადა
08.07.2020
თანამდებობრივი სარგო:
400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             	შიდა ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
	WIFI - ის ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
	ოპერაციული სისტემების დაყენება-ოპტიმიზაცია;
	კომპიუტერებზე პროგრამების ჩაწერა, დაყენება და მათი მუდმივი მონიტორინგი გამართულად მუშაობის მიზნით;
	კომპიუტერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მათი ჩართვა ქსელში; 
	პერსონალური კომპიუტერების აწყობა, ნაწილების შეცვლა-განახლება;
	დრაივერების ინსტალაცია და განახლება;
	სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია და წაშლა, განახლება და გამართვა;
	ელექტრონული ფოსტის პროგრამების დაყენება და გამართვა;
	თანამშრომლებისთვის სხვადასხვა IT ტიპის კონსულტაციების გაწევა.
	ახალი თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილის მოწყობა;
	თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
პროფესია
ინფორმაციული ტექნოლოგიები
საკონკურსო თემატიკა
                    
  1. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება; (http://www.expertiza.gov.ge/page.html?page=acts&item=2136);
  2. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულება (http://www.expertiza.gov.ge/source/4435-it.pdf)

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N84
საკონტაქტო ტელეფონები
2258484
საკონტაქტო პირი
ანა ივანიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    1. საქმის დაგეგმარების და ორგანიზების უნარი;
2. კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე, წერითი;
3. გუნდური მუშაობის უნარი;
4. დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
5. გაწონასწორებული და მოწესრიგებული.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა განაცხადი უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge -ზე მითითებული ვადის ჩათვლით; 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და შეავსონ სამოტივაციო წერილის გრაფა; 
კონკურსის მეორე ეტაპზე - გასაუბრებაზე, მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც განაცხადის (აპლიკაციების) გადარჩევის საფუძველზე, დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; კონკურსის ჩატარების დროის, თარიღის და ადგილის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია აპლიკაციის ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში ქულათა სისტემის საფუძველზე; 
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება