ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

34 დღე, 16 საათი, 29 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 1


ვაკანსიის N 61026     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექიმი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლა
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
15.09.2020
თანამდებობრივი სარგო:
300 ლარიდან 395 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ირგანჩაი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
2. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა.
3. ბავშვებსა და მოზარდებში სიმპტომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილის და სხვათა დროს
4. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში); სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა.
5. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, სქოლიოზი, მხედველობის დარღვევა) და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენცია;
6. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
7. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდარის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთ ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
8. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელეწყობა;
9. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხვედველობა;
10 სასკოლო კვების მოწესრიგების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
11. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/ მეურვის სამედიცინო სტრუქტურების ინფორმირება;
12. ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
13. ბავშვზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
14. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
15. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ექიმი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი
Microsoft Office Excel            დამაკმაყოფილებელი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
აზერბაიჯანული       A1       A1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ირგანჩაი
საკონტაქტო ტელეფონები
551083303, 557589567
საკონტაქტო პირი
შაქირ ჩერპანოვი

დამატებითი მოთხოვნები
                    1. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს:
1.1. სასურველია ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობებში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი";
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
2.1. გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;
2.2. ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
2.3. მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები, კონფერენციები და სხვა, (საექიმო სპეციალობის ფარგლებში)).
3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს სამივე სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „თერაპევტი").
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა უნდა ატვირთოს:
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება