ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 20 საათი, 27 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 349


ვაკანსიის N 60519     

პოზიციის დასახელება
სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების კოორდინატორი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი გუნდის წევრია, რომელიც პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სკოლ(ებ)ის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქციაა შერჩეულ სკოლებში სასკოლო კურიკულუმის დაგეგმვისა და განვითარების პროცესების ფასილიტაცია/კოორდინირება. ამ მიზნით კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობს მხარდამჭერი გუნდისა და სასკოლო საზოგადოების (რესურს ცენტრებთან, სკოლის დირექტორებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან) წევრებთან. 
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1250 ლარი
ადგილების რაოდენობა
68

ფუნქციები
                             •	შერჩეული სკოლის მასწავლებლებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ინსტრუმენტების შეთავაზება და განმარტება;
•	შერჩეული სკოლის სასკოლო კურიკულუმის განვითარება-დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
•	შერჩეული სკოლის მასწავლებლების კონსულტირება შინაარსობრივ, მეთოდოლოგიურ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით (ორ საათიანი სამუშაო შეხვედრები კვირაში სამჯერ);
•	ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესზე დაკვირვება (გაკვეთილებზე დაკვირვება, მასწავლებლების განწყობების შესწავლა, დანერგვის ინსტურმენტების ძლიერი და სისტი მხარეების შესწავლა;
•	შერჩეული სკოლის მასწავლებლების დახმარება სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესში (დროული უკუკავშირის მიწოდება შევსებულ თემატურ მატრიცებთან და მოსწავლეების ინდივიდუალურ შეფასებასთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში საგნობრივი სპეციალისტების კონსულტაციის უზრუნველყოფა); 
•	ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერა;
•	თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების საგნობრივ სპეციალისტების შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით (მასწავლებელების საგნობრივი შეკითხების შეგროვება; საგნობრივ სპეციალისტებთან მასწავლებლების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება);
•	შერჩეული რაიონების სკოლებიდან 5-7 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველწლიურად სასკოლო კულტურის კვლევის ჩატარება;
•	შერჩეული რაიონების სკოლებში მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროცესში მონაწილეობს (ტესტების  ადმინისტრირება);
•	შერჩეული რაიონების მასწავლებლების ნაშრომების საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერილი რესურსების (გზამკვლევები, კომპლექსურ დავალებათა ბანკი) განვითარება (რომელიმე ერთ საგანში);
•	ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემების სწავლა-სწავლებისთვის სასწავლო რესურსების მომზადება;
•	განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
•	საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა);
•	სამუშაო პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესაბამისად მიზანზე ორიენტირებული დამატებითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

იცნობდეს 2018-24 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას (http://ncp.ge/)



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N 4
საკონტაქტო ტელეფონები
577375805
საკონტაქტო პირი
ეკა ნოდია

დამატებითი მოთხოვნები
                    •სავალდებულო:

სამუშაო გამოცდილება:
• უპირატესობა მიენიჭება „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერ ჯგუფებში სულ მცირე 6-თვიანი მუშაობის გამოცდილებას; 

ცოდნა/კომპეტენცია:

•	გუნდური მუშაობა
•	მიზანზეორიენტირება
•	ლიდერობა
•	კონსტრუქციულობა
•	კომუნიკაბელურობა
•	ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
•	მოქნილობა
•	ინიციატივის გამოვლენა
•	პასუხისმგებლობა
•	პუნქტუალობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი: გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირთა  შრომითი ურთიერთობით დასაქმების მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;
2.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად)-გასაუბრება.
3. თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება.

სამუშაო ადგილი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი.

კონკურსში მონაწილე პირმა სავალდებულოა:
ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი).
დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი რეგიონი, სადაც განაწილდება სამუშაოდ.

მხარდამჭერი ჯგუფის წევრს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი არაუგვიანეს სამით თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება