ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 20 საათი, 45 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 97


ვაკანსიის N 60517     

პოზიციის დასახელება
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ინკლუზიური განათლების მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი გუნდის წევრია, რომელიც პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სკოლ(ებ)ის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქციაა სკოლის მხარდაჭერა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში. ამ მიზნით სპეციალისტი მჭიდროდ თანამშრომლობს მხარდამჭერი გუნდისა და სასკოლო საზოგადოების (რესურს ცენტრებთან, სკოლის დირექტორებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან) წევრებთან.
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარიდან 1800 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
68

ფუნქციები
                             •	შერჩეული რაიონების სკოლების სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტებისთვის შესავალი ტრენინგის ჩატარება (ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებისთვის მესამე თაობის  ეროვნული სასწავლო გეგმისა და პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ გაცნობა);
•	შერჩეული რაიონების სკოლების სპეციალური მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტების კონსულტირება მეთოდოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
•	სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, ასევე, საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის ჩართულობის გაზრდის მიმართულებით რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საკლასო აქტივობებზე დაკვირვება, უკუკავშირის მიწოდება სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის;
•	საკლასო აქტივობების მოდიფიცირების/შემუშავების პროცესში სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების ჩართულობის/მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა და რეკომენდაციების შემუშავება;
•	სასკოლო გარემოში არადისკრიმინაციული ტერმინოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა;
•	სსსმ მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე შესაბამისი მიდგომების/ მეთოდების/სტრატეგიების ცოდნა/გამოყენება, შესაბამისი რეკომედაციების გაცემა;
•	თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტებთან შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით (სასკოლო კურიკულუმის განვითარება,  სსსმ მოსწავლეების მიღწევების შეფასება);
•	შერჩეული რაიონების სკოლების მასწავლებლების დახმარება სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესში (დროული უკუკავშირის მიწოდება სსსმ მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით შევსებულ თემატურ მატრიცებთან დაკავშირებით); 
•	შერჩეული რაიონების სკოლებიდან 5-7 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველწლიურად სასკოლო კულტურის კვლევის ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
•	შერჩეული რაიონების სკოლებში სსსმ მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროცესში მონაწილეობა (ტესტების  ადმინისტრირება);
•	შერჩეული რაიონების მასწავლებლების ნაშრომების საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერილი მოდიფიცირებული/ადაპტირებული რესურსების (გზამკვლევები, კომპლექსურ დავალებათა ბანკი) განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
•	ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემების სწავლა-სწავლებისთვის  სასწავლო რესურსების მომზადება-ადაპტირების პროცესში რეკომენდაციების გაცემა;
•	განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
•	საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა).

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • იცნობდეს 2018-24 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას (http://ncp.ge/)
  • იცნობდეს საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის №16/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის“ დამტკიცების შესახებ

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N 4
საკონტაქტო ტელეფონები
577375805
საკონტაქტო პირი
ეკა ნოდია

დამატებითი მოთხოვნები
                    •სავალდებულო:

განათლება:
• უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი. სასურველია, სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია), სპეციალური განათლება;

სამუშაო გამოცდილება:
•	სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
•	სუპერვიზიის, მონიტორინგისა და კონსულტირების განხორციელების გამოცდილება;

ცოდნა/კომპეტენცია:
•	იცნობდეს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივიტულ პრინციპებს და თანამედროვე მიდგომებს
•	გუნდური მუშაობა
•	მიზანზეორიენტირება
•	ლიდერობა
•	კონსტრუქციულობა
•	კომუნიკაბელურობა
•	ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
•	მოქნილობა
•	ინიციატივის გამოვლენა
•	პასუხისმგებლობა
•	პუნქუტუალობა


                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი: გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირთა შრომითი ურთიერთობით დასაქმების მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;
2.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად)-გასაუბრება.
3. თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება.


სამუშაო ადგილი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი.

კონკურსში მონაწილე პირმა სავალდებულოა:
ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი რეგიონი, სადაც განაწილდება სამუშაოდ.


მხარდამჭერი ჯგუფის წევრს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი არაუგვიანეს სამით თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება