ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 20 საათი, 55 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 199


ვაკანსიის N 60516     

პოზიციის დასახელება
დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი გუნდის წევრია, რომელიც პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სკოლ(ებ)ის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქციაა ერთი მხრივ, იზრუნოს რეგიონში/რაიონში დაწყებითი საფეხურის I-IV კლასების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხრივ, მის საკურატორო სკოლებში სასკოლო კურიკულუმის დაგეგმვა-განვითარებასა და დანერგვაზე. ამ მიზნით სპეციალისტი მჭიდროდ თანამშრომლობს მხარდამჭერი გუნდისა და სასკოლო საზოგადოების წევრებთან.
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარიდან 1800 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
68

ფუნქციები
                             •	შერჩეული რაიონების სკოლების I-IV კლასების მასწავლებლებისთვის შესავალი ტრენინგის ჩატარება;
•	შერჩეული რაიონების სკოლების I-IV კლასების მასწავლებლების კონსულტირება შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
•	შერჩეული რაიონების საკურატორო სკოლების I-IV კლასების მასწავლებლებისთვის დახმარება კურიკულუმის განვითარების პროცესში; 
•	თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სხვა საგნების სპეციალისტებთან შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით;
•	შერჩეული რაიონების სკოლებში სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერილი რესურსების (გზამკვლევები, კომპლექსურ დავალებათა ბანკი) განვითარება;
•	ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემების სწავლა-სწავლებისთვის სასწავლო რესურსების მომზადება;
•	განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
•	დაწყებით საფეხურზე წიგნიერების და მათემატიკური წიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო პროექტების მხარდაჭერა;
•	საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და/ან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა).

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
საკონკურსო თემატიკა
                    

იცნობდეს 2018-24 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას (http://ncp.ge/)



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N 4
საკონტაქტო ტელეფონები
577375805
საკონტაქტო პირი
ეკა ნოდია

დამატებითი მოთხოვნები
                    •სავალდებულო:

განათლება:
უმაღლესი (სულ მცირე მაგისტრის ხარისხი შესაბამისი საგნის მიმართულებით)

სამუშაო გამოცდილება:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაწყებითი საფეხურზე  სწავლების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ან „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერ ჯგუფებში სულ მცირე 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა/კომპეტენცია:
• იცნობდეს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივიტულ პრინციპებს და თანამედროვე მიდგომებს
• გუნდური მუშაობა
• მიზანზეორიენტირება
• ლიდერობა
• კონსტრუქციულობა
• კომუნიკაბელურობა
• ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
• მოქნილობა
• ინიციატივის გამოვლენა
• პასუხისმგებლობა
• პუნქუტუალობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი: გამარტივებული კონკურსი ცხადდება  შრომითი ურთიერთობით დასაქმების მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;
2.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად)-გასაუბრება.
3. თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება.

სამუშაო ადგილი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი.

კონკურსში მონაწილე პირმა სავალდებულოა:
ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი რეგიონი, სადაც განაწილდება სამუშაოდ.

მხარდამჭერი ჯგუფის წევრს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი არაუგვიანეს სამით თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება