ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 21 საათი, 15 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 142


ვაკანსიის N 60514     

პოზიციის დასახელება
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით) გუნდის წევრია, რომელიც პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სკოლ(ებ)ის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქციაა ერთი მხრივ, იზრუნოს რეგიონში/რაიონში კომპიუტერული მეცნიერებების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხრივ, მის საკურატორო სკოლებში სასკოლო კურიკულუმის დაგეგმვა-განვითარებასა და დანერგვაზე. ამ მიზნით სპეციალისტი მჭიდროდ თანამშრომლობს მხარდამჭერი გუნდისა და
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარიდან 1800 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
68

ფუნქციები
                             •	შერჩეული რაიონების სკოლების „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ მასწავლებლებისთვის და ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის შესავალი ტრენინგის ჩატარება;
•	შერჩეული რაიონების სკოლების „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ მასწავლებლების კონსულტირება შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
•	კომპიუტერული ტექნოლოგიების,როგორც გამჭოლი კომპეტენციის დანერგვა სწავლა-სწავლების პროცესში;
•	შერჩეული რაიონების სკოლების ტექნოლოგიების სპეციალისტების კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროდუქტების (Microsoft Office 365პროდუქტები, ელ. საგანმანათლებლო რესურსებისა და პროგრამების) გამოყენებაში; 
•	შერჩეული რაიონების საკურატორო სკოლების „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ მასწავლებლების დახმარება სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესში (დროული უკუკავშირის მიწოდება შევსებულ თემატურ მატრიცებთან დაკავშირებით); 
•	შერჩეულ რაიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კოლეჯის კურიკულუმის განვითარების პროცესში მონაწილეობა (ტექნიკური მხარდაჭერა);
•	თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სხვა საგნების სპეციალისტებთან (მხარდამჭერი ჯგუფის სხვა წევრებთან) შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის Microsoft Office 365პროდუქტების დანერგვის მიზნით.
•	შერჩეული რაიონების სკოლებში სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერილი რესურსების (გზამკვლევები, კომპლექსურ დავალებათა ბანკი) განვითარება;
•	შერჩეული რაიონების სკოლებისდახმარებაციფრულიტექნოლოგიებისდანერგვასადაგანვითარებასთანდაკავშირებით პრობლემებისიდენტიფიცირებასა და აღმოფხვრაში; 
•	ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემების სწავლა-სწავლებისთვის სასწავლო რესურსების მომზადება; 
•	განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
•	საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და/ან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა).

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
საკონკურსო თემატიკა
                    

უნდა იცნობდეს 2018-24 წლების ეროვნულ სასწავლო გეგმას (http://ncp.ge/)


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2
ინგლისური       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N 4
საკონტაქტო ტელეფონები
599221213
საკონტაქტო პირი
ხათუნა ყველაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    •სავალდებულო:

განათლება:
უმაღლესი (სულ მცირე მაგისტრის ხარისხი შესაბამისი საგნის მიმართულებით)

სამუშაო გამოცდილება:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი საგნის სწავლების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ან „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერ ჯგუფებში სულ მცირე 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება; 

ცოდნა/კომპეტენცია:
•	Microsoft-ის პროდუქტებთან მუშაობის გამოცდილება (შესაბამისი სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად) 
•	ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების პრინციპების ცოდნა 
•	იცნობდეს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივიტულ პრინციპებს და თანამედროვე მიდგომებს
•	გუნდური მუშაობა
•	მიზანზეორიენტირება
•	ლიდერობა
•	კონსტრუქციულობა
•	კომუნიკაბელურობა
•	ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
•	მოქნილობა
•	ინიციატივის გამოვლენა
•	პასუხისმგებლობა
•	პუნქუტუალობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი: გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირთა შრომითი ურთიერთობით დასაქმების მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.


კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;
2.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად)-გასაუბრება.
3. თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება.


სამუშაო ადგილი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი.

კონკურსში მონაწილე პირმა სავალდებულოა:
ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი რეგიონი, სადაც განაწილდება სამუშაოდ.

მხარდამჭერი ჯგუფის წევრს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით. 



                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი არაუგვიანეს სამით თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება