ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 21 საათი, 42 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 187


ვაკანსიის N 60510     

პოზიციის დასახელება
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (საგანმანათლებლო ლიდერობის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამისათვის ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას, ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამებს და ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (ლიდერობის მიმართულებით) გუნდის წევრია, რომელიც პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სკოლ(ებ)ის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქციაა სკოლის ადმინისტრაციას დაუჭიროს მხარი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და განვითარებაში. ამ მიზნით სპეციალისტი მჭიდროდ თანამშრომლობს მხარდამჭერი გუნდისა და სასკოლო საზოგადოების (რესურს ცენტრებთან, სკოლის დირექტორებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან) წევრებთან.
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარიდან 1800 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
68

ფუნქციები
                             •შერჩეული რაიონების სკოლების სკოლის ადმინისტრაციისთვის შესავალი ტრენინგის ჩატარება;
•შერჩეული რაიონების სკოლების დირექტორებთან  სისტემატური შეხვედრების გამართვა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის გაანალიზების მიზნით;
•შერჩეული რაიონების სკოლების ადმინისტრაციის კონსულტირება ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილთან დაკავშირებით;
•დაეხმაროს სკოლას დემოკრატიულ საწყისებაზე დაფუძნებული სასკოლო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში;
•ხელი შეუწყოს სასკოლო თემში  გუნდური  თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრებას; 
•თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების საგნების სპეციალისტებთან შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით (მათ შორის პრიორიტეტული თემების დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე);
•განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში დემოკრატიული სასკოლო კულტურის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
•საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და/ან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა).

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
საკონკურსო თემატიკა
                    

2018-24 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა (http://ncp.ge/)


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N 4
საკონტაქტო ტელეფონები
577 58-78-01
საკონტაქტო პირი
თამარ ბაქრაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •სავალდებულო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
•ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება; 
•ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ესგ-თი განსაზღრული რომელიმე სავალდებულო საგნის სწავლების სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება  


ცოდნა/კომპეტენცია:
• იცნობდეს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივიტულ პრინციპებს და თანამედროვე მიდგომებს
• გუნდური მუშაობა
• მიზანზეორიენტირება
• ლიდერობა
• კონსტრუქციულობა
• კომუნიკაბელურობა
• ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
• მოქნილობა
• ინიციატივის გამოვლენა
• პასუხისმგებლობა
• პუნქტუალობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი: გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირთა შრომითი ურთიერთობით დასაქმების მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;
2.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად)-გასაუბრება.
3. თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება.


სამუშაო ადგილი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი.

კონკურსში მონაწილე პირმა სავალდებულოა:
ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი რეგიონი, სადაც განაწილდება სამუშაოდ.


მხარდამჭერი ჯგუფის წევრს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი არაუგვიანეს სამით თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება