ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 22 საათი, 8 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 80


ვაკანსიის N 60506     

პოზიციის დასახელება
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი (მათემატიკის მიმართულებით)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ
                    მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მისიაა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის პირობების შექმნა. ცენტრი წარმართავს მასწავლებლის პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავების მონაწილეობით პროცესს, უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების შემუშავება-დანერგვას,ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობისა და განვითარების ღია სისტემის დამკვიდრებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სპეციალისტი გუნდის წევრია, რომელიც პროექტის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში სკოლ(ებ)ის მხარდაჭერასა და განვითარებას ისახავს მიზნად. მისი ფუნქციაა ერთი მხრივ, იზრუნოს რეგიონში/რაიონში მათემატიკის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, ხოლო მეორე მხრივ, მის საკურატორო სკოლებში - სასკოლო კურიკულუმის დაგეგმვა-განვითარებასა და დანერგვაზე. ამ მიზნით სპეციალისტი მჭიდროდ თანამშრომლობს მხარდამჭერი გუნდისა და სასკოლო საზოგადოების (რესურს ცენტრებთან, სკოლის სკოლის დირექტორებთან, ადმინისტრაციასთან, მშობლებთან) წევრებთან. 
                    
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
13.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1500 ლარიდან 1800 ლარამდე
ადგილების რაოდენობა
68

ფუნქციები
                             •შერჩეული რაიონების სკოლების მათემატიკის მასწავლებლებისთვის შესავალი ტრენინგის ჩატარება;
•შერჩეული რაიონების სკოლების მათემატიკის მასწავლებლების კონსულტირება შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით;
•შერჩეული რაიონების სკოლების მათემატიკის   მასწავლებლების დახმარება სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესში; 
•თანამშრომლობა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების სხვა საგნების სპეციალისტებთან შინაარსობრივ და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით;
•შერჩეული რაიონების სკოლებიდან მის საკურატორო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესის ფასილიტაცია;
•საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ რაიონებში არსებული პროფესიული სასწავლებლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კოლეჯის კურიკულუმის განვითარების პროცესში მონაწილეობა (კონსულტაციები კოლეჯის პედაგოგებისთვის; დროული უკუკავშირის მიწოდება შევსებულ თემატურ მატრიცებთან და მოსწავლეების ინდივიდუალურ შეფასებასთან დაკავშირებით);
•შერჩეული რაიონების სკოლებიდან თავის საკურატორო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ყოველწლიურად სასკოლო კულტურის კვლევის ჩატარებაში თანამონაწილეობა;
•შერჩეული რაიონების სკოლებში მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროცესში თანამონაწილეობა (ტესტების  ადმინისტრირება);
•შერჩეული რაიონების სკოლებში სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ეროვნული სასწავლო გეგმის მხარდამჭერილი რესურსების (გზამკვლევები, კომპლექსურ დავალებათა ბანკი) განვითარება;
•ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული თემების სწავლა-სწავლებისთვის სასწავლო რესურსების მომზადებაში მონაწილეობა;
•განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმირება შერჩეული რაიონების სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
•საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა (მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და/ან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა). 

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
საკონკურსო თემატიკა
                    

 2018-24 წლების ეროვნული  სასწავლო გეგმა (http://ncp.ge/)


ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N 4
საკონტაქტო ტელეფონები
577 58-78-01
საკონტაქტო პირი
თამარ ბაქრაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •სავალდებულო მოთხოვნები:

განათლება:
უმაღლესი (სულ მცირე მაგისტრის ხარისხი შესაბამისი საგნის მიმართულებით)

სამუშაო გამოცდილება:
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი საგნის სწავლების სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ან „ახალი სკოლის მოდელის“ მხარდამჭერ ჯგუფებში სულ მცირე 6-თვიანი მუშაობის გამოცდილება;

ცოდნა/კომპეტენცია:
• იცნობდეს სწავლა-სწავლების კონსტრუქტივიტულ პრინციპებს და თანამედროვე მიდგომებს
• გუნდური მუშაობა
• მიზანზეორიენტირება
• ლიდერობა
• კონსტრუქციულობა
• კომუნიკაბელურობა
• ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი
• მოქნილობა
• ინიციატივის გამოვლენა
• პასუხისმგებლობა
• პუნქტუალობა
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    
გამარტივებული კონკურსი: გამარტივებული კონკურსი ცხადდება პირთა შრომითი ურთიერთობით დასაქმების მიზნით.

კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება 2020 წლის სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსი ჩატარდება 4 ეტაპად:

1.საკონკურსო განაცხადების განხილვა-განაცხადების გადარჩევა;
2.გასაუბრება (გასაუბრების ფორმატი განისაზღვრება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების შესაბამისად)-გასაუბრება.
3. თეორიული ტრენინგი და გამოცდა-წერითი დავალება;
4. პრაქტიკული სამუშაო-ზეპირი დავალება.

სამუშაო ადგილი: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა- ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი.

კონკურსში მონაწილე პირმა სავალდებულოა:
ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითოს მისთვის სასურველი რეგიონი, სადაც განაწილდება სამუშაოდ.

მხარდამჭერი ჯგუფის წევრს შეუძლია, შეითავსოს პედაგოგიკური ან სამეცნიერო საქმიანობა კვირაში არაუმეტეს 10-საათიანი დატვირთვით.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კონკურსის შედეგების შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი არაუგვიანეს სამით თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება