ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

14 დღე, 20 საათი, 11 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 77


ვაკანსიის N 60480     

პოზიციის დასახელება
იურისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
22.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
გამოსაცდელი ვადა
3 თვე

ფუნქციები
                             ა) განახორციელოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, კოლეჯის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უშუალო მონაწილეობა მიიღოს მათი მომზადების პროცესში; 
ბ) განახორციელოს დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; 
გ) გამოთქვას თავისი მოსაზრებები ამ დოკუმენტების სამართლებრივ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; დ) საჭიროების შემთხვევაში, მოამზადოს და დირექტორს წარუდგინოს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით დასკვნები და მოსაზრებები. 
ე) უზრუნველყოს შემოსული კორესპოდენციის საპასუხო ინფორმაციის/წერილების პროექტების მომზადება; მონაწილეობა მიიღოს ზემდგომი ორგანოებიდან მიღებული დოკუმენტებისა და კოლეჯში შემოსული ისეთი განცხადება—საჩივრების შესწავლაში და განხილვაში, რომლებიც იურდიულ და სამართლებრივ საკითხებს ეხება. ამასთან, დაკავშირებით მოამზადოს შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები და დროულად წარუდგინოს ხელმძღვანელობას; 
ვ) განახორციელებს კოლეჯის საქმიანობიდან გამომდინარე გასაფორმებელი ხელშეკრულებების/მემორანდუმების პროექტების მომზადებას და/ან შეთანხმებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას, მათ შორის, შრომითი და სასწავლო ხელშეკრულებების მომზადებას და დადებას კოლეჯის თანამშრომლებთან/პროფესიულ სტუდენტებთან ან სტუდენტის წარმომადგენელთან; 
ზ) დირექტორის მიერ გაცემული რწმუნების (მინდობილობის) საფუძველზე იცავს კოლეჯის ინტერესებს სასამართლოში და სხვა სტრუქტურებში. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას დაუყოვნებლივ წარუდგენს კოლეჯის ხელმძღვანელს; 
თ) განახორციელოს კოლეჯის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების თაობაზე; 
ი) საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი კონსულტირება გაუწიოს კოლეჯის თანამშრომლებს და პროფესიულ სტუდენტებს, მსმენელებს აწარმოოს თანამშორმელთა პირადი საქმეები; 
კ) უზრუნველყოს კოლეჯის თანამშრომელთა დანიშვნის, გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება; 
ლ) უზრუნველყოს კოლეჯში არსებულ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადების ორგანიზება; 
მ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, კოლეჯის წესდებით, შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები;

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (III-IV თავი)

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს შრომის კოდექსი;

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  საქართველოს კანონი;

,, პროფესიული განათლების შესახებ“  საქართველოს კანონი;

სსიპ ს კოლეჯის „ბლექსი“ წესდება

სსიპ ს კოლეჯის „ბლექსი“ შინაგანაწესი



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. #92ა
საკონტაქტო ტელეფონები
577 78 37 37
საკონტაქტო პირი
მინდია ნაკაშიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) უმაღლესი განათლება სამართალმცოდნეობის ან საერთაშორისო სამართლის სპეციალობით;
ბ) იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);
დ) კომპეტენტურობა, ორგანიზებულობა, სანდოობა და ორიენტირება დეტალებზე.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.g v.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
•	კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
•	სავალდებულოა, კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
•	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება