ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

14 დღე, 20 საათი, 6 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 44


ვაკანსიის N 60479     

პოზიციის დასახელება
შესყიდვების სპეციალისტი (შტატგარეშე თანამშრომელი)
კონკურსის ტიპი
გამარტივებული კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - კოლეჯი "ბლექსი"
კატეგორია
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა
22.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1600 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ბათუმი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
1 თვე

ფუნქციები
                             
1. სახელმწიფო შესყიდვის გეგმის, ამ გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მოზადებაში მონაწილეობის მიღება;
2. გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით   განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და კონტროლი;
3. გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესასყიდი ობიექტის ტექნიკური, დეტალური ხარისხობრივი აღწერილობისა და სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის ორგანიზება;
4. სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით განხორციელებული შესყიდვების ფარგლებში გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება,კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ამ ხელშეკრულებისა და მისი შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის უზრუნველყოფა;
5. შესყიდვის პროცედურების განხორციელებისას სახელმწიფო შესყიდვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების, პირობებისა, ვადების დაცვაზე კონტროლის განხორციელება და ყველა ცალკეული დარღვევის თავიდან აცილებისათვის, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
6.  სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების მონიტორინგი, სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება, სანქციის ოდენობის დაანგარიშება და მისი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის კონტროლი;
7. სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების განხორციელება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს შესყიდვების დამხმარე სპეციალისტის სამსახურეობრივი უფლებამოსილებიდან.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს  კონსტიტუცია;

საქართველოს  კანონი  „საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;

,, პროფესიული განათლების შესახებ“  საქართველოს კანონი;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის  #12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს #13 ბრაძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის #7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 8 თებერვლის #1 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის ბრძანება #2 „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის #27 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;

სსიპ ს კოლეჯის „ბლექსი“ წესდება

სსიპ ს კოლეჯის „ბლექსი“ შინაგანაწესი



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office PowerPoint            კარგი
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. ბათუმი, ლერმონტოვის ქ. 921
საკონტაქტო ტელეფონები
577783737
საკონტაქტო პირი
მინდია ნაკაშიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    •	სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, „შემსყიდველ ორგანიზაციაში“ მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
•	სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ცოდნა;
•	კომპეტენტურობა, ორგანიზებულობა, სანდოობა და ორიენტირება დეტალებზე.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამარტივებული კონკურსი ტარდება პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებისთვის  (სამუშაო პერიოდი: დანიშვნიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი)
კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს კანდიდატი, თუ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე (www.hr.g v.ge) ატვირთული დოკუმენტაციით მოხდება მისი შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან;
• კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ ძირითად ფორმალურ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.
• სავალდებულოა, კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს უნდა ახლდეს შესაბამისად ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი ქართულ ენაზე;
• სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება