ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

4 დღე, 20 საათი, 38 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 22


ვაკანსიის N 60457     

პოზიციის დასახელება
მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლობისა და სატელეკომუნიკაციო დარგების მარეგულირებელი ორგანოა. 2018 წლის დასაწყისში ამოქმედდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები, რომლის თანახმადაც კომისიას, მედია წიგნიერების მიმართულებით დაეკისრა ახალი ფუნქციების შესრულება. აღნიშნული მიზნით, კომისიის აპარატში შეიქმნა მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სტრატეგიის შემუშავება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების მდგომარეობის შეფასების, გამოწვევების იდენტიფიცირებისა და განვითარების მიზნით კვლევების ჩატარება;  ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის ხელშეწყობა. 
                    
კატეგორია
კვლევა და ანალიზი
განცხადების ბოლო ვადა
12.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
3330 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             ა) საზოგადოებაში მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით მედია წიგნიერების ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტებში მონაწილეობა; 
ბ) მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული კვლევების, პროექტების შესახებ უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა და ქართულ რეალობასთან ადაპტირების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
გ) მედიაწიგნიერების ხელშეწყობის კუთხით კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებში    მონაწილეობა, ახალი პროექტების ინიცირება და  მართვა; 
დ)  საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით  შეხვედრების ორგანიზება,    საჭიროების შემთხვევაში საინფორმაციო შეხვედრებში  მონაწილეობა; 
ე)  მედიაწიგნიერების მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კომუნიკაცია; 
ვ)  სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო  ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად საზოგადოებაში  მედია წიგნიერების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით; 
ზ)  მედიაწიგნიერების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების  შეფასების მიზნით, დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ   კვლევებში მონაწილეობა;
ი)  მედიააკადემიასთან თანამშრომლობა, მედიაწიგნიერების კუთხით სემინარების ჩატარებაში მონაწილეობა;
კ)   დეპარატმენტის ადმინისტრაციული- საოპერაციო, ყოველდღიური   საქმიანობის მხარდაჭერა;
ლ) დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, შემოსული წერილების ორგანიზება,  წერილების პასუხების მომზადება; 
მ) დეპარტამენტის მიერ განხორციელებული  პროექტების განხორციელების ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა; 
ნ)  უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება  კომპეტენციის ფარგლებში.  
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მედიაწიგნიერიების ნაწილი);
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა - სტრატეგია https://bit.ly/2CVtL15;
  • მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა http://www.gncc.ge/ge/legal-acts/solutions/2018-331-21.page .


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; კომუნიკაციების ეროვნული კომისია
საკონტაქტო ტელეფონები
+995 32 2921667
საკონტაქტო პირი
ქეთევან დოლიძე

დამატებითი მოთხოვნები
                    განათლება: მაგისტრის  ხარისხი  სოციალურ მეცნიერებებში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია),  განათლების მეცნიერებებში,  საჯარო მმართველობაში/ სახელმწიფო მართვაში; 
სამუშაო გამოცდილება:  სულ მცირე 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება  საკომუნიკაციო პოლიტიკის, სტრატეგიის ან კვლევების დაგეგმვა/განხორციელების,  საზოგადოებასთან ურთიერთობის  ან განათლების მართვის  მიმართულებით;
სასურველია:  მედია წიგნიერების პროექტების მართვის,  სოციოლოგიური კვლევების კუთხით მუშაობის გამოცდილება  ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცილება;  
სასურველია პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენცია და  უნარები:
•	ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
•	ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; 
•	კრიტიკული ანალიზის  უნარი; 
•	დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
•	დროის ეფექტიანი მართვა;
•	ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
•	მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    განაცხადის შევსების დროს  „ჩემის რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
•	უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები; 
•	საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
•	სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის აპარატის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
•	ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელიც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
•	წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;  (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში იხ: http://gncc.ge/uploads/other/3/3251.docx 

კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
•	ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•	შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა 

ინტერესთა კონფლიქტი: 
1.	„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ: 
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს. 
2.	დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
3.	სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

კონკურსის ეტაპები:  
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:
•	განაცხადების გადარჩევა, 
•	ზეპირი დავალება და გასაუბრება, 
•	კონკურსის შედეგების გამოცხადება.  

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა; 

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას. 

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების შესაბამისად.   კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად - ზეპირი დავალება და გასაუბრება. 
I - ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული  ცოდნის, უნარების და ინგლისური ენის კომპეტენციების და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების შეფასება. 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით შეფასების შემდეგ ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ ზეპირი დავალების მაქსიმალური ქულის მინიმუმ 70%-ს.


II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან - კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა. 

* ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საკონკურსო კომისიის სხდომები და საკონკურსო კომისიის ეტაპების შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად; 


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება