ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 10 საათი, 10 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 34


ვაკანსიის N 60276     

პოზიციის დასახელება
წყალმომარაგების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
კატეგორია
კვლევა და ანალიზი
განცხადების ბოლო ვადა
01.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
2400 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             წყალმომარაგება / წყალარინებისა და მელიორაციის დარგთან დაკავშირებული მარეგულირებელი ჩარჩოს შესაბამის დარგზე ეკონომიკური ზემოქმედების შეფასება /
ანალიზი, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების დასახვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
 რეგულირებადი საწარმოების (წყალმომარაგება / წყალარინებისა და მელიორაციის) ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების სისტემის შემუშავება (ტარიფების
დეპარტამენტთან ერთად) და შედარებითი ანალიზის წარმოება, როგორც საქართველოს წყალმომარაგების სისტემებზე ასევე სხვადასხვა ქვეყნების წყალმომარაგებისა და მელიორაციის სისტემებისათვის;
წყალმომარაგება / წყალარინებისა და მელიორაციის დარგში ტარიფების სტრუქტურის (ფიქსირებული, ცვლადი, ბლოკური და ა.შ) სხვადასხვა მოდელის სიმულაციის
მომზადება ანალიზი და შესაბამისი წინადადებების დამუშავება;
 რეგულირებადი საწარმოების (წყალმომარაგება / წყალარინებისა და მელიორაციის) მიერ კომისიაში წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების / პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასება;
 წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში შესაბამისი რეგულირებადი საწარმოების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების განხილვასა და
გაანალიზებაში მონაწილეობის მიღება;
 უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვადასხვა დავალებების ჯეროვნად შესრულება
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
ეკონომისტი,ფინანსისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

საქართველოს კანონი ,,ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“;

 საქართველოს კანონი ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“;

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 22 ნოემბრის N27 დადგენილებით დამტკიცებული  "ინვესტიციების შეფასების წესი";

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს N17 დადგენილება "წყალმომარაგების ტარიფების შესახებ";

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება“;

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის 2018 წლის 28 დეკემბრის №39 დადგენილებით დამტკიცებული ,,მომსახურების ხარისხის წესები“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B1       B1
რუსული       B1       B1
ქართული       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი ა. მიცკევიჩის ქ. N19
საკონტაქტო ტელეფონები
995577920107
საკონტაქტო პირი
ირინე ინანეიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს უნდა ჰქონდეს ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

სასურველია კანდიდატი აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:
კომუნიკაბელურობა;
 ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
 გუნდური მუშაობის უნარი;
 პრეზენტაციების მომზადებისა და წარდგენის უნარი;
 დატვირთულ რეჟიმში მუშაობის და პრობლემური საკითხების დროულად
გადაჭრის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 
•	უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
•	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი. 
•	სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას). 
წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება