ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 10 საათი, 52 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 31


ვაკანსიის N 60271     

პოზიციის დასახელება
ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
კატეგორია
კვლევა და ანალიზი
განცხადების ბოლო ვადა
01.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
3000 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                              ბაზრის მონიტორინგი:
წარმოდგენილი ანგარიშგების სრულყოფილების დადგენა;
ანგარიშგების ფორმების განახლების საჭიროების გამოვლენა;
წარმოდგენილი ანგარიშგების შესაბამისი ანგარიშების (ბაზრის ანალიზი) მომზადებაში, შემაფერხებელი გარემოებების გამოვლენაში და ამ გარემოების აღმოფხვრისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა.
მიღებული კორესპონდენციის შესრულება:
 ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიატებს, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად
მომზადება;
 დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე განცხადებებისა და წერილების განხილვა და მათზე რეაგირება;
 დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი.
ქსელების განვითარების და საინვესტიციო გეგმებზე, სატარიფო განაცხადებზე დასკვნების და რეკომენდაციების მომზადებაში მონაწილეობა:
საინვესტიციო პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობის დადგენისა და მისაწოდებელი/გასანაწილებელი/სატრანსპორტო	ბუნებრივი              გაზის პროგნოზირების მოდელის განახლებაში მონაწილეობა.
  განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შეფასება:
  შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმასთან შესაბამისობის კონტროლი და შესაბამისი დასკვნების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  განხორციელებული ინვესტიციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და  დანახარჯების გონივრულობის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
 კანონმდებლობის დახვეწის პროცესში მონაწილეობა:
 მისი საქმიანობის ფარგლებში საკანონმდებლო ნაკლოვანებების გამოვლენაში მონაწილეობა;
კანონქვემდებარე აქტებში ცვლილების შეტანის პროცესში, ასევე არსებულ პროექტებზე მოსაზრებების მომზადების პროცესში მონაწილეობა.
სხვადასხვა ღონისძიებებში და პლატფორმები მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციების მომზადება, ინფორმაციის განახლება/გამოქვეყნების/გაცემის უზრუნველყოფა და სხვა აქტივობები ქვეყნის და  საერთაშორისო დონეზე.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ეკონომისტი ან ფინანსისტი
საკონკურსო თემატიკა
                    

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

 საქართველოს კანონი „ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ";

 საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ";

 ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესებისა და 2003/55/EC დირექტივის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC დირექტივა; http://eurlex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0094:0136:en:PDF

 ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელზე დაშვების პირობებისა და №1775/2005 (EC) რეგულაციის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის №715/2009 (EC) რეგულაცია; http://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=OJ:L:2009:211:0036:0054:en:PDF

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ქსელის წესები“;

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები”;

 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია”;

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება”.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი
Microsoft Office Outlook            ძალიან კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C1       C1
ინგლისური       C1       C1
რუსული       B1       B1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
თბილისი, ა.მიცკევიჩის ქუჩა N19
საკონტაქტო ტელეფონები
995577920107
საკონტაქტო პირი
ირინე ინანეიშვილი

დამატებითი მოთხოვნები
                    კანდიდატს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების, ეკონომიკის ან ენერგეტიკის სფეროში ბუნებრივი გზის მიმართულებით.

კანდიდატი სასურველია აკმაყოფილებდეს დამატებით მოთხოვნებს:
აკურატულობა, ორგანიზებულობა და გუნდურობა;
დამოუკიდებლად საკუთარი სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
ფორმალური დოკუმენტების (მომხმარებლის მოთხოვნების, აღწერილობების, ინსტრუქციების) წერის ჩვევები.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, კონკურსის გამოცხადების დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია: 
•	უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აღიარებული განათლების სამინისტროს მიერ.
•	სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი. 
•	სამოტივაციო წერილი (განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის შინაარსს, პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას). 
წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის გასაუბრების ეტაპზე.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა სისტემით შეფასების საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება