ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

13 დღე, 11 საათი, 0 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 9


ვაკანსიის N 60270     

პოზიციის დასახელება
სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის უსაფრთხოების კვლევების მიმართულების პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
12.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
2564 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის განხორციელების პროცესში სამაგისტრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელის დახმარება;
–	უსაფრთხოების კვლევების პროგრამის შემუშავების, კურიკულუმის შედგენის, სასწავლო კურსების სილაბუსების შექმნისა და მათი დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;
–	უსაფრთხოების კვლევების პროგრამის შინაარსობრივ მხარეზე, ასევე პროგრამულ ნაწილში აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;
–	სამაგისტრო პროგრამებში მინიმუმ ორი საგანმანათლებლო კურსის განხორციელება;
–	კომპეტენციის ფარგლებში, სამეცნიერო ნაშრომების ხელმძღვანელობა, სასწავლო კურსების მუდმივი განვითარებისა და დახვეწისათვის ზრუნვა, ასევე განხორციელებული კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი; 
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებელ აკადემიურ პერსონალთან მუდმივი კომუნიკაცია სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და სწავლების უახლესი მეთოდების  დანერგვის მიზნით;
–	უსაფრთხოების კვლევების მიმართულების პროგრამის სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის განახლების პროცესში მონაწილეობა;
–	იუნკერებთან/მსმენელებთან მუდმივი კომუნიკაცია და დამატებითი შეხვედრების ორგანიზება;
–	სასწავლო პროცესის დაგეგმვისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება კოლეჯის სასწავლო სამსახურისთვის;
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით მაგისტრატურის იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენა, პროცესში მონაწილეობა და განხორციელების კონტროლი; 
–	კომპეტენციის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მიერ საგამოცდო მასალის მომზადების პროცესის კონტროლი;
–	საგამოცდო უწყისების წარმოება და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის უზრუნველყოფა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მატტერიალურ-ტექნიკური და საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა;
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე მოსწავლე იუნკერთა სადიპლომო ნაშრომების თემატიკის შედგენის პროცესში მონაწილეობა;
–	უსაფრთხოების კვლევების მიმართულების თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო/კვლევით პროექტებსა თუ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	გამოცდილების გაზიარებისა და გაუმჯობესების მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების განხილვის პროცესში მონაწილეობა; 
–	უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება;
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და კოლეჯის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.



            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
6 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                       უსაფრთხოების კვლევების მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული მეცნიერებების ან სამართლის მეცნიერებათა დოქტორის  აკადემიური ხარისხი ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება.
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით,  სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.

   კანდიდატს უნდა შეეძლოს სამაგისტრო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების მინიმუმ 2 (ორი) კურსის გაძღოლის შესაძლებლობა: 
1.	კვლევის მეთოდები;
2.	დაზვერვის საფუძვლები;
3.	სახელმწიფო უსაფრთხოება;
4.	საერთშორისო კონფლიქტები და არშემდგარი სახელმწიფოები;
5.	საერთაშორისო უსაფრთოების ორგანიზაციების ანალიზი;
6.	სამშვიდობო პროცესების საფუძვლები;
7.	სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა.

   პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევისას დამატებით უპირატესობად ჩაითვლება მენეჯერული საქმიანობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება. სამართლისა და უსაფრთხოების მიმართულებით საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა ხელმძღვანელობა, აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის, სამეცნიერო კონფერენციის, სამეცნიერო-საგამომცემლო კოლეგიის წევრობა, საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების რეცენზირება-ოპონირება, სახელმძღვანელოების/მონოგრაფების რედაქტორობა და რეცენზირება, საერთაშორისო სამეცნიერო მოღვაწეობის აღიარება. საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომები, ციტირების ინდექსები, საგრანტო პროექტებში და სხვადასხვა დარგობრივ კომისიებში მონაწილეობა. აღნიშნული მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
-	საოფისე და სხვა სპეციალური პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
-	სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-  ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-  დროის მართვის უნარი;
-  სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-  ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-  თვითგანვითარების უნარი;
-  უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-  პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                      გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე (თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge -ზე 2020 წლის 3 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით .
   კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

  კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
  საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.
კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება.


                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება