ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 8 საათი, 52 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 8


ვაკანსიის N 60055     

პოზიციის დასახელება
ბაკალავრიატის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
01.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
1575 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში მონაწილეობის მიღება;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების გაძღოლა/სწავლება;
–	საბაკალავრო ნაშრომების, საკონფერენციო თემებისა და სხვა მსგავსი აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
–	აკადემიაში განხორციელებულ კვლევებში და კვლევის შედეგების გამოქვეყნების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
–	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
–	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
–	იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
–	იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობებსა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
–	თავდაცვისა და უსაფრთხოების პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების ხელმძღვანელთან მოხსენება;
–	თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება;
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.


            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი რომელიმე მოცემულ დარგში: თავდაცვა და უსაფრთხოება, სამხედრო მეცნიერება, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები. ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
   დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით თავდაცვისა და უსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის ან სამხედრო მეცნიერების სფეროში. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
   კანდიდატს უნდა შეეძლოს საბაკალავრო პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების ოთხი ან მეტი სასწავლო კურსის გაძღოლა: 

1.	საერთაშორისო ეკონომიკა;
2.	პოლიტიკური ეკონომიკა;
3.	რუსეთის პოლიტიკა/საგარეო პოლიტიკა; 
4.	ა.შ.შ. პოლიტიკა/საგარეო პოლიტიკა; 
5.	საერთაშორისო ურთიერთობები; 
6.	მსოფლიო პოლიტიკური ისტორია;
7.	კონფლიქტები;
8.	ეროვნული უსაფრთხოება.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-       საოფისე  კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-	სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა;
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	დროის მართვის უნარი;
-	სამუშაოს რაციონალურად განაწილების უნარი;
-	ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	უნარი, ასწავლოს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.




                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე (თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2020 წლის 24 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება.

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება