ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 9 საათი, 39 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 11


ვაკანსიის N 60050     

პოზიციის დასახელება
ბაკალავრიატის მენეჯმენტის მიმართულების პროფესორი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
კატეგორია
განათლება/სწავლება
განცხადების ბოლო ვადა
01.04.2020
თანამდებობრივი სარგო:
2565 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
გორი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             –	მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელის მხარდაჭერა მენეჯმენტის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფა/განვითარებაში;
–	კომპეტენციის ფარგლებში მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის და სასწავლო პროცესის გაძღოლა;
–	კომპეტენციის ფარგლებში მეცნიერული კვლევების წარმართვა/ხელმძღვანელობა;
–	საბაკალავრო ნაშრომის, საკონფერენციო თემების, იუნკერთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობის და სხვა მსგავსი აქტივობების ხელმძღვანელობა;
–	მენეჯმენტის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან ერთად პროფესიული განვითარების პროგრამებში და სხვა სახის პროექტებში მონაწილეობა;
–	კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო კურსების სილაბუსების განვითარება/სრულყოფის პროცესში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა;
–	დადგენილ ვადებსა და პირობებში სასწავლო და საგამოცდო მასალის მომზადება; 
–	იუნკერთა შეფასების უზრუნველყოფა სილაბუსში ასახული შეფასების ფორმების, მეთოდების, კომპონენტებისა და კრიტერიუმების მიხედვით;
–	იუნკერთა საკონსულტაციო მეცადინეობების გრაფიკის შედგენისა და კონსულტაციების პროცესში მონაწილეობა; 
–	მენეჯმენტის პროგრამის თვითშეფასების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;
–	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა;
–	კომპეტენციის ფარგლებში ბაკალავრიატსა და მთლიანად აკადემიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობა;
–	სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ხელის შემშლელი საკითხების ბაკალავრიატის ხელმძღვანელსა და მიმართულების ხელმძღვანელთან მოხსენება;
–	მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელის წინაშე ანგარიშვალდებულება;
–	საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის სამართლებრივი აქტებითა და ბაკალავრიატის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
დოქტორი
სამუშაო გამოცდილება
6 წელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.გორი,ცხინვალისგზატკეცილიმე-3კილომეტრი
საკონტაქტო ტელეფონები
577393607

დამატებითი მოთხოვნები
                        მენეჯმენტის მიმართულების პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტის ან ბიზნესის  ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროებში. ასევე, უნდა გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლიანი გამოცდილება.
    დასაშვებია / შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აღნიშნული აკადემიური თანამდებობების დაკავება. პირის კვალიფიკაცია შეიძლება დადასტურდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოცემული პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. 

      კანდიდატს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსებიდან სამი ან მეტი სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილება: 
1.	ორგანიზაციული ქცევა და ლიდერობა;
2.	ეკონომიკის საფუძვლები;
3.	ფინანსების საფუძვლები;
4.	მენეჯმენტის საფუძვლები;
5.	მაკროეკონომიკა;
6.	მიკროეკონომიკა;
7.	სტრატეგიული მენეჯმენტი;
8.	პროექტების მენეჯმენტი;
9.	ადამიანური რესურსების მენეჯმენტი;
10.	მოლაპარაკებები და კონფლიქტები;

      პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა შერჩევისას დამატებით უპირატესობად ჩაითვლება მენეჯერული საქმიანობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება. მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ხელმძღვანელობა, აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი კომისიის, სამეცნიერო კონფერენციის, სამეცნიერო-საგამომცემლო კოლეგიის წევრობა, საბაკალავრო/სადოქტორო ნაშრომების რეცენზირება-ოპონირება, საერთაშორისო სამეცნიერო მოღვაწეობის აღიარება. საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომები, ციტირების ინდექსები, საგრანტო პროექტებში და სხვადასხვა დარგობრივ კომისიებში მონაწილეობა. აღნიშნული მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატს უნდა გააჩნდეს:
-	საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-	 სამეცნიერო კვლევით პროექტებში/გრანტებში მონაწილეობა;
-	სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა (ბოლო 10 წლის განმავლობაში);
-	სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
-	ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
-	მენეჯერული უნარები, რაც გამოიხატება დროის რაციონალურად მართვაში, სამუშაოს  დელეგირებაში, ეფექტიანი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარში, გუნდის შექმნაში და ეფექტიან ლიდერობაში;
-	დროის მართვის უნარი;
-	სწავლების თანამედროვე უნარების ფლობა;
-	თვითგანვითარების უნარი;
-	სწავლების თანამედროვე უნარების ფლობა;
-	პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების დაცვა.



                    

დამატებითი ინფორმაცია
                    გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დაინტერესებულმა კანდიდატმა სავალდებულოა საკონკურსო განაცხადი ქართულ ენაზე (თანდართული მოთხოვნილი დოკუმენტებით) გადმოაგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ გვერდზე: www.hr.gov.ge 2020 წლის 24 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით.

კანდიდატმა შესაბამის ველში აუცილებელია ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის ან/და შესაბამისი პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი;
- ბოლო 10 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს (უნდა ატვირთოს ,,ნაშრომები, პუბლიკაციები"-ს ველში);
- სასწავლო კურსის ორი ან რამდენიმე სილაბუსი (უნდა ატვირთოს ,,დამატებითი დოკუმენტაციის" ველში);
- შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი (სადაც მითითებული იქნება ვაკანტური თანამდებობით დაინტერესების მიზეზი, ასევე ცოდნა და გამოცდილება, რითაც დასტურდება კანდიდატის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან);
- მიუთითოს რეკომენდატორის სახელი და გვარი,სამუშაო ადგილი, საკონტაქტო ტელეფონი და ელ. ფოსტა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ან საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტები (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდეს შემდეგ ეტაპად:
- კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა საკონკურსო მოთხოვნებთან;
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს კონკურსანტს შესაბამისი საცდელი ლექციის ჩატარება ან შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსის პრეზენტაცია.

კანდიდატის შერჩევას განახორციელებს აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული საკონკურსო კომისია.

შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება აკადემიასთან აკადემიური პერსონალის აფილირების ხელშეკრულება.



                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                გადაწყვეტილება მიიღება საკონკურსო კომისიის ფარული კენჭისყრის წესით განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება