ვაკანსიის დეტალები


გაკეთებული განაცხადები: 13


ვაკანსიის N 59285     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია
საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების ბოლო ვადა
18.01.2020
თანამდებობრივი სარგო:
850 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალქალაქი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ამოცანებია:
ა)საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მოქალაქეებთან, მასმედიის საშუალებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
ბ) საკრებულოს სხდომაზე ჟურნალისტების დასწრების უზრუნველყოფა და მათთვის სათანადო პირობების შექმნა;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პრესრელიზების, მიმოხილვების, სტატიების, ბროშურების და ვიდეო პროდუქციის მომზადება და გავრცელება;
დ) საკრებულოს საქმიანობის გაშუქება, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების ინფორმირება საკრებულოს საქმიანობის და დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ;
ე) პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაშუქებული მასალების ანალიზი, მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
ვ) ოფიციალური სოციალური ქსელის ადმინისტრირება;
ზ) საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, კომისიების, ფრაქციების თავჯდომარეების და საკრებულოს წევრების, ასევე საკრებულოში სტუმრად მყოფი ოფიციალური ვიზიტორების ინტერვიუების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზება.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება
2 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

 - საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

 - საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი‘‘ (I, II, III და IV თავები);

 - საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘‘;

-ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 22 იანვრის N2 დადგენილება „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის დებულების  დამტკიცების შესახებ“;

 -ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N17 დადგენილება „ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დებულების  (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ქართული       C2       C2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ახალქალაქი, მ. მაშტოცის ქუჩა 33
საკონტაქტო ტელეფონები
599 417941; 599 959264; 595 302479
საკონტაქტო პირი
ლალა ბალოიან

დამატებითი მოთხოვნები
                    - სამუშაო გამოცდილება - 2 წელი საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;

1. ანალიტიკური აზროვნება;
2. გუნდური მუშაობა;
3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
5. საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
6. დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით.
- საბუთები წარდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
- კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
- აუცილებელია კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება