ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

8 დღე, 6 საათი, 34 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 61


ვაკანსიის N 58732     

პოზიციის დასახელება
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
                    
კატეგორია
ადამიანური რესურსების მართვა
განცხადების ბოლო ვადა
21.12.2019
თანამდებობრივი სარგო:
1300 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             • უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში ადამიანური რესურსების ელექტრონულ პროგრამაში მონაცემების პერიოდულ განახლებას;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსების ჩატარების ორგანიზებას;
• სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს თითოეული თანამდებობისათვის თანამდებობრივ ინსტრუქციას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
• უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაყვანის, გათავისუფლების, დათხოვნის, კადრების განკარგულებაში აყვანის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, დაწინაურების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადებასა და ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებათა განხორციელებას;
• უზრუნველყოფს სამსახურის სისტემის მოსამსახურეთათვის სამხედრო და სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების ორგანიზებას და შესაბამისი წარდგინებების მომზადებას;
• კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სოციალური საკითხების გადაწყვეტას, საპენსიო საბუთების გაფორმებას ნამსახურები წლების მიხედვით და კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო კომპენსაციების გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;
• უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენასა და წარმოებას;
• გასცემს სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელფასო და სამსახურებრივ ცნობებს;
• კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საჯარო და სხვა დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვას და მათზე რეაგირებას.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
საკონკურსო თემატიკა
                    

ა) საქართველოს კონსტიტუცია (II თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი (I- II თავი);

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ე) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ;

თ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და

საქმიანობის წესის შესახებ”;

კ) „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის №366 ბრძანება;

ლ) ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 23 მაისის №406 ბრძანება.



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            ძალიან კარგი
Microsoft Office Excel            ძალიან კარგი
Microsoft Office PowerPoint            ძალიან კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N27
საკონტაქტო ტელეფონები
2312745

დამატებითი მოთხოვნები
                    ა) შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
ბ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სასურველია).
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) ტვირთავს შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია, კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს.

2. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) დოკუმენტაციის გადარჩევა (დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით);
ბ) ტესტირება;
გ) გასაუბრება;
დ) სპეციალური შემოწმება.

3. კონკურსი ჩატარდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში (მისამართი - ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №27).

4. გასაუბრების შედეგები კანდიდატებს ეცნობებათ წერილობით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება