ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

7 დღე, 7 საათი, 12 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 3


ვაკანსიის N 58726     

პოზიციის დასახელება
სკოლის ექთანი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ახალციხის მუნიციპალიტეტის სსიპ - სოფელ ფერსის საჯარო სკოლა
ორგანიზაციის შესახებ
                    სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლა მდებარეობს ახალციხის რაიონში სოფელ ფერსაში. რაიონული ცენტრიდან მანძილი სკოლამდე არის 10 კილომეტრი ხოლო ცენტრალური გზიდან სკოლა არის დაშორებული 1 კილომეტრით, სკოლა ერთ ცვლიანია, ქართულენოვანი და გათვლილია 230 ბავშვზე ამჟამად სკოლაში 112 მოსწავლე ირიცხება.
                    
კატეგორია
ჯანდაცვა
განცხადების ბოლო ვადა
20.12.2019
თანამდებობრივი სარგო:
470 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ახალციხის რაიონი სოფელი ფერსა
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
6 თვე

ფუნქციები
                             1. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მშობლების ინფორმირება/რეკომენდაციის გაცემა;
2. იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების ხელშეწყობა;
3. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების დარღვევების გამოვლენის შემდგომი რეაგირების ხელშეწყობა და მონიტორინგი;
4. ბავშვებსა და მოზარდებში ისეთი სიმპტომებისა და სინდრომების გამოვლენა, რომლებიც მოითხოვს პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
5. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მოსვლამდე პირველადი და გადაუდებელი დახმარების გაწევა ტრამვის, დამწვრობის, ასპირაციის, მოტეხილობის, ჭრილობის, რესპირაციული დისტრესის, შოკის, კომის, კრუნჩხვის, ცხელების, ფსიქიკური დარღვევების, ტკივილისა და სხვათა დროს;
6. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დროული გამოძახება (საჭიროების შემთხვევაში);
7. მოსწავლეთა შესახებ სკოლაში წარმოდგენილი სპეციალური სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის შეტანა კომპიუტერში;
8. ქრონიკული დაავადებების (მაგალითად: სქოლიოზი, მხედველობის დარღვევები და სხვა) გამოვლენის შემთხვევაში ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
9. ინფექციური დაავადებების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
10. სკოლაში შემსვლელთა და მოსწავლეთა აცრების კალენდრის შესწავლა და მშობლის/მეურვის ინფორმირების საშუალებით იმუნიზაციის პროგრამებში მოსწავლეთა ჩართულობის ხელშეწყობა, მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
11. ახდენს მოსწავლეთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კომპიუტერში შეტანას;
12. გეგმიური და ეპიდსაწინააღმდეგო სანიტარულ-ჰიგიენური და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
13. სკოლაში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობა;
14. სასკოლო კვების სტანდარტთან გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
15. მოსწავლეთა, სკოლის პერსონალის და მშობელთა/მეურვის სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება (ჰიგიენის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სხვ. შესახებ მოსწავლეებთან საუბარს ექიმი აწარმოებს როგორც სადამრიგებლო საათის ფარგლებში, ისე ინდივიდუალურად);
16. ბავშვებზე ძალადობის ფაქტების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო სტრუქტურების ინფორმირება;
17. სკოლის დღის რეჟიმის შედგენაში მონაწილეობა;
18. მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლის დირექციისა და დამრიგებლისათვის რეკომენდაციის მიცემა მოსწავლის საგაკვეთილო პროცესიდან დროებით გათავისუფლების შესახებ.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
პროფესიული
სამუშაო გამოცდილება
3 წელი
პროფესია
ექთანი


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            დამაკმაყოფილებელი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ახალციხის რაიონი სოფელი ფერსა, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსის საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონები
598099700
საკონტაქტო პირი
სკოლის დირექტორი გიორგი ტაბატაძე

დამატებითი მოთხოვნები
                    ა. ჰქონდეს პროფესიული სასწავლებლის, ექთნის დიპლომი ან  უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან.
ბ. იცოდეს სახელმწიფო ენა.
2. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს:
ა) გააჩნდეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი;
ბ) ჰქონდეს სკოლის ექთნის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
გ) ჰქონდეს პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
დ) დამთავრებული ჰქონდეს პროფესიული სამედიცინო სასწავლებელი;
ე) სასურველია ცხოვრობდეს (ფაქტიური საცხოვრებელი ადგილი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლის) ადმინისტრაციულ საზღვრებში;
ვ) მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში (უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამები და სხვა, (ექთნის სპეციალობის ფარგლებში).

3. თანაბარ პირობებში უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც არ არიან დასაქმებულნი სხვაგან და/ან ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს/დიპლომს,ცოდნას სპეციალობაში („საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „თერაპია").
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის(ებ)ის ასლ(ებ)ი;
ბ) ექთნის სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
გ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი(ებ)ი;
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერთიფიკატები და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) დასაქმებული კანდიდატის შემთხვევაში ცნობა სამუშაო ადგილიდან (სამუშაო გრაფიკისა და შესაბამისი საათობრივი დატვირთვის მითითებით);
ვ) სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატის მიერ ნათლად იქნება წარმოჩენილი, თუ რატომ სურს სკოლის ექთნის თანამდებობაზე დასაქმება.
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, აპლიკაციების მიღების დასრულებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება