ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

5 დღე, 5 საათი, 36 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 34


ვაკანსიის N 58696     

თანამდებობის დასახელება
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ორგანიზაციის შესახებ
                    საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება  და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. 
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად (გარდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შემთხვევისა).

                    
კატეგორია
იურიდიული
განცხადების ბოლო ვადა
18.12.2019
თანამდებობრივი სარგო:
1200 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             •	სახელმწიფო ვალის აღებასა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, ასევე, სესხის, გრანტის, პრივატიზების, სახელმწიფო შესყიდვების ან სხვა ადმინისტრაციული და კერძო ხასიათის ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; აგრეთვე, ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
•	კერძო ხასიათის იმ ხელშეკრულებათა დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ, და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
•	სახელმწიფო ვალის აღებისა და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე, საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
•	სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის კერძო ხასიათის ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
•	სამინისტროს სახელით სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტთან, ორგანიზაციასა და სახელმწიფო უწყებასთან მოლაპარაკებებსა და შეხვედრებში მონაწილეობა;
•	საჭიროების შემთხვევაში, კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება.

            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
მაგისტრი
სამუშაო გამოცდილება
1 წელი
პროფესია
იურისტი
საკონკურსო თემატიკა
                    
  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ (გარიგებები, ვალდებულებითი და სახელშეკრულებო სამართალი);
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტი;
  • „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი“;
  • „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“.


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Outlook            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       C1       C1

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
გორგასლის 24 ა
საკონტაქტო ტელეფონები
2405944

დამატებითი მოთხოვნები
                    •	სამოქალაქო (ვალდებულებითი, სახელშეკრულებო), საერთაშორისო კერძო სამართლისა და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ცოდნა;
•	კერძო სამართლის (საკონტრაქტო ან/და კორპორატიული სამართლის, ან/და საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართლის ) მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

•	შედეგზე ორიენტაცია;
•	პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
•	გუნდური მუშაობა;
•	მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
•	ინფორმაციის/ მონაცემთა ანალიზი.

                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაზღვევის კორპორაციულ პირობებს.

•	კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
 - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); 
 - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
•	აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
•	აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
•	ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
•	კონკურსის მეორე (კანდიდატის შეფასების) ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ ძირითად, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებს;
•	შეფასების ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ქართულ ენასა და ზოგად უნარებში. აღნიშნული ტესტების წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის არანაკლებ 51%-ის შესაბამისი ქულის მიღება; გარდა ამისა, კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (სამართლებრივი კაზუსი და იურიდიული ტექსტის თარგმანი); პროფესიული წერითი დავალების წარმატებით გავლად ჩაითვლება თითოეულ კომპონენტში მაქსიმალური ქულის არანაკლებ 70%-ის შესაბამისი ქულის მიღება;
•	გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა. (მაქსიმალური ქულა - 5).

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება