ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

2 დღე, 5 საათი, 37 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 15


ვაკანსიის N 58659     

თანამდებობის დასახელება
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება
საგანგებო სიტუაციების, რისკების პრევენციის მართვისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი
ღია კონკურსი
ორგანიზაცია
ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
კატეგორია
ინფრასტრუქტურა/კეთილმოწყობა
განცხადების ბოლო ვადა
15.12.2019
თანამდებობრივი სარგო:
650 ლარი
ადგილების რაოდენობა
1
სამსახურის ადგილმდებარეობა
ქუთაისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა
12 თვე

ფუნქციები
                             ა) ქუთაისის მუნიციპალიტეტის დონეზე ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული საფრთხეების, რისკების და გამოწვევების შემცირების ღონისძიებების დადგენა;
ბ) ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კატასტროფების რისკების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიის შესაბამისად რისკების მართვის ადგილობრივი სისტემის დანერგვა;
დ) ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რისკფაქტორების იდენტიფიცირება, საფრთხეების შეფასება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
ე) ადგილობრივ დონეზე ადამიანური და მატერიალური შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
ვ) ადგილობრივ დონეზე კატასტროფის რისკის მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ზ) კატასტროფის რისკის მართვის ღონისძებების დაგეგმვა ადგილობრივ დონეზე;
თ) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, შრომის უსაფრთხოების ღონისძიებების დანერგვა და მართვა.
            

მოთხოვნები
 
მინიმალური განათლება
პროფესიული
საკონკურსო თემატიკა
                    

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“;

- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;

-  „საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვალი №1–1/251 ბრძანება;

-  „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

- „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილების ცოდნა;

- ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილება.

     http://kutaisi.gov.ge/OLD/files/upload-file/pdf/shinaganatsesi.pdf



პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.ქუთაისი, რუსთაველის N3
საკონტაქტო ტელეფონები
599075460
საკონტაქტო პირი
გურანდა გობიანი

დამატებითი მოთხოვნები
                    1.სასურველია უცხო ენების (ინგლისური ან გერმანული ან რუსული) B2 დონეზე ცოდნა;
ა)კრეატიულობა;
ბ)პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
გ)ორგანიზებულობა;
დ)გუნდური მუშაობა;
ე)შედეგზე ორიენტირებულობა;
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    1.კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა რეზიუმეს შესაბამის ველში უნდა ატვირთოს:
ა) განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, აღნიშნული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იყოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
ბ) კანდიდატმა მიუთითოს რეკომენდატორი და ატვირთოს სარეკომენდაციო წერილი;
2.კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია; კონკურსის ყოველი ეტაპის შედეგები კანდიდატს ეცნობება მის მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;

                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                - კომისია გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრის საფუძველზე, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

                


განცხადების გადარჩევა
ზეპირი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება