ვაკანსიის დეტალები


დარჩენილი დრო

6 დღე, 7 საათი, 26 წუთი

გაკეთებული განაცხადები: 81


ვაკანსიის N 58645     

პოზიციის დასახელება
ცენტრალური აპარატის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
ორგანიზაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
კატეგორია
დიპლომატია
განცხადების ბოლო ვადა
19.12.2019
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
ადგილების რაოდენობა
30
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
                             • სამინისტროს ფუნქციონირების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა;
• საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ან დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
მონაწილეობა;
• დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაცნობა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება;
• დეპარტამენტში არსებულ საკითხებზე მუშაობის სპეციფიკის შესწავლა.
            
საკონკურსო თემატიკა
                    
  • საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";
  •  
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება;
  •  
  • 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ


პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, შ.ჩიტაძის ქ. 4
საკონტაქტო ტელეფონები
294 50 00 (2402; 2405)

დამატებითი მოთხოვნები
                    სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობები; პოლიტიკური, სოციალური, ჰუმანიტარული მეცნიერებები; ეკონომიკა, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება; სამართალი)
უმაღლესი დაწესებულების ბაკალავრიატის აკრედიტირებული პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი/არის სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო 
დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%)/პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა, ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი და რომელიც სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის  ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%) და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სავალდებულოა შემდეგი კომპეტენციები:
• ანგარიშვალდებულება
• ანალიტიკური აზროვნება
• გუნდური მუშაობა
• ზეპირი და წერითი კომუნიკაცია
• პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა
სასურველია მეორე უცხო ენის ცოდნა (გარდა ინგლისური ენისა)
                    

დამატებითი ინფორმაცია
                    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისურის ენის წერითი გამოცდის ჩაბარების მოთხოვნისგან. ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

კანდიდატი შესაძლოა გათავისუფლდეს ინგლისურის ენის წერითი გამოცდის ჩაბარების მოთხოვნისგან, თუკი წარმოადგენს საზღვარგარეთ ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ ცნობას ან დიპლომის ასლს.

სტაჟირების კანდიდატს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ 2018 წელს გამოცხადებული სტაჟირების კონკურსის ფარგლებში, ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის წერითი გამოცდა და მიღებული აქვს B2 ან C1 დონის ექვივალენტი, შესაბამისი გამსვლელი ქულა, გათავისუფლებული იქნება ინგლისური ტესტის ჩაბარებისგან.
სტაჟირების კანდიდატს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ 2019 წელს ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში, ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის წერითი გამოცდა და მიღებული აქვს B2 ან C1 დონის ექვივალენტი, შესაბამისი გამსვლელი ქულა, გათავისუფლებული იქნება ინგლისური ტესტის ჩაბარებისგან.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში - მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეფასების შედეგების გათვალისწინებით.

კანდიდატმა „ჩემი რეზიუმე" - ს შესაბამის ველში აუცილებლად უნდა ატვირთოს:
• უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (GPA ქულის მითითებით ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით) ან ცნობა (GPA ქულის მითითებით ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით), რომ იმყოფება
დამამთავრებელ კურსზე;
• თუ კანდიდატს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, აუცილებელია აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად;

კანდიდატმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს მიუთითოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.
სავალდებულოა, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის ველი.

კონკურსთან დაკავშირებული ყოველ მომდევნო ინსტრუქციას კანდიდატი მიიღებს რეზიუმეში მითითებულ
ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია დაკავშირება სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13-14 სთ) შემდეგ ტელეფონებზე -
 (+995 32) 2-94-50-00 (შიდა 24-02 ან 24-05)
                    

                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
                    
                საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში
                


განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება

საწყის გვერდზე დაბრუნება